TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ მინერალური წყლების ექსპორტი განახორციელა
ქვეყნიდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 10%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ექსპორტზე 73 668.1 ათასი დოლარის ღირებულების 112 756 026 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მოახდინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 102 385 860 ლიტრი.
მინერალური და მტკნარი წყლების მთავარი ექსპორტი ქვეყანა რუსეთია, რომელზედაც მთელი ექსპორტის 57%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ მინერალური წყლების ექსპორტი განახორციელა:
რუსეთი - 64 574 254 ლიტრი;
ლიტრი - 14 324 673 ლიტრი;
ყაზახეთი - 11 651 013 ლიტრი;
უკრაინა - 5 172 801 ლიტრი;
უზბეკეთი - 4 123 300 ლიტრი;
საგულისხმოა, რომ მინერალური წყლების ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 257 505 778 ლიტრი წყალი გაყიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.06.2025.19:00
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 17.4 ათასი დოლარის 3.7 ტონა ცივი წყლის კრევეტების იმპორტი განახორციელა. მიმდინარე სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრევეტების იმპორტი ქვეყანაში 91%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 42.3 ტონა კრევეტების იმპორტია დაფიქსირებული.
არსებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კრევეტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უკრაინაა.
TOP 3 ქვეყანა, სადაც საქართველო ცივი წყლის კრევეტებს ყიდულობს:
უკრაინა - 3.0 ტონა - 12.0 ათასი დოლარი;
ბელარუსი - 0.6 ტონა - 3.8 ათასი დოლარი;
ბელგია - 0.2 ტონა - 1.6 ათასი დოლარი;
ცნობისათვის, 2024 წელს საქართველომ 598.2 ათასი დოლარის ღირებულების 117.7 ტონა კრევეტების იმპორტი განახორციელა.