TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობები გაყიდა
ფეროშენადნობების ექსპორტი 34%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 137 107.6 ათასი დოლარის ღირებულების 126 356.8 ტონა ფეროშენადნობები გაყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი 190 885.5 ტონას შეადგენდა.
მიმდინარე წელს საქართველოს ფეროშენადნობები 27 საექსპორტო ბაზარზე გაყიდა, თუმცა ფეროშენადნობების ექსპორტის კუთხით ლიდერია აშშ-ია, სადაც ქვეყნიდან ექსპორტირებული ფეროშენადნობების 15%-ი გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობები გაყიდა:
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ჩათვლით საქართველოში ფეროშენადნობების ექსპორტი ყოველწლიურად მზარდი იყო, თუმცა 2022 წლიდან კლება დაიწყო.
სხვა სიახლეები
22.09.2025.17:08
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2099 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7258 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7258 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.2234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.