მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7114
0.0009
flag
AZN 1.5844
-0.0003
flag
CNY 38.735
0.0051
flag
EUR 3.195
0.0343
flag
GBP 3.6831
0.0383
flag
KZT 53.66
0.0007
flag
TRY 0.0621
0
flag
USD 2.6937
-0.0004

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2025 წელს მინერალური წყლების ექსპორტი განახორციელა

news image

საქართველოდან მინერალური წლების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 173 111.5 ათასი დოლარის ღირებულების 256 434 402 ლიტრი წყალი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 163 739.7 ათასი დოლარის ღირებულების 254 142 420 ლიტრი წყალი. ეს მაჩვენებლები კი რაოდენობის კუთხით თითქმის 1%-იანი ზრდაა, ხოლო ღირებულებით ნაწილში 6%-იანი.

საქართველოში ჩამოსხმული  მინერალური და მტკნარი წყლებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი 2025 წელს რუსეთი იყო.

TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო წყალს ყიდის:

  • რუსეთი - 131 780 203 ლიტრი
  • ყაზახეთი - 41 337 421 ლიტრი
  • უკრაინა - 25 074 462 ლიტრი
  • უზბეკეთი - 13 514 595 ლიტრი
  • ლიეტუვა (ლიტვა) - 13 434 962 ლიტრი.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გვინდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, სადაც ინოვაციებს რეალური ყოველდღიური გამოყენება ექნება - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი

27.01.2026.13:00

ჩვენი მიზანია, რომ ტექნოლოგიები საქართველოში მხოლოდ როგორც „გლობალური ტენდენცია“ არ იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სურვილია, რომ ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, სადაც ინოვაციებს რეალური ყოველდღიური გამოყენება ექნება.

„გლობალურ დონეზე Mastercard უკვე მუშაობს იმაზე, რასაც ჩვენ „შემდეგ თაობის გადახდებს“ ვუწოდებთ. ეს გულისხმობს ტოკენიზაციას, ბიომეტრიას, AI-სა და ბლოკჩეინს ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანებას. წელს კომპანიამ წარმოადგინა Agent Pay, GenAI-ზე დაფუძნებული აგენტური გადახდების პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვნური ინტელექტის აგენტებს, მომხმარებლის სახელით განახორციელონ უსაფრთხო და პერსონალიზებული ტრანზაქციები.  

საქართველოში ამ ინოვაციებს უკვე ორი გზით ვიმუშავებთ. პირველი ესაა უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია. აქ ვსაუბროთ AI-ზე დაფუძნებულ,  რეალურ დროში მონიტორინგზე, რომელიც ბარათის მფლობელზე ადრე ამოცნობს საეჭვო ქცევას და ამცირებს ფინანსური დანაკარგების და ნდობის გაქრობის რისკებს. მეორეა მომხმარებლის გამოცდილების ტრანსფორმაცია. ბიომეტრიული გადახდები, ტოკენიზებული აუთენტიფიკაცია, FacePay და Passkey ტიპის გადაწყვეტილებები, სადაც ბარათის მონაცემები ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში დაცულად ინახება, ხოლო მომხმარებელი გადახდას ახორციელებს თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობით ან ერთ-ერთი „უხილავი“ მეთოდით.  

ჩვენი მიზანია, რომ ეს ტექნოლოგიები საქართველოში მხოლოდ როგორც „გლობალური ტენდენცია“ არ იყოს წარმოდგენილი. გვინდა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, სადაც ამ ინოვაციებს რეალური ყოველდღიური გამოყენება ექნება - როგორც ბანკებში, ისე ფინტეკ-საინდუსტრიო და მცირე-მიზნობრივ პროდუქტებში“, - აღნიშნა ზღუდაძემ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა