TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილს ყიდის
მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 062.8 ტონა. შესაბამისად საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-იან ზრდას აჩვენებს.
2025 წლის 8 თვის მაჩვენებლებით ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ თხილი გაყიდა:
სხვა სიახლეები
უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში, რაც პირდაპირ გულისხმობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას - შოთა ბერეკაშვილი
17.06.2026.18:31
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბიზნესში კადრების დეფიციტისა და სამუშაოს მაძიებელთა ერთდროული არსებობის პარადოქსის დაძლევა ამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებით არის შესაძლებელი. მისი თქმით, სამუშაო ძალის გადაყვანა დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალტექნოლოგიურში პირდაპირ აისახება მოსახლეობის ხელფასების ზრდაზე.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ერთდროულად ეხება როგორც ბიზნესს, ისე სამუშაო ბაზარს. ბიზნესის მთავარი ამოცანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ეფექტიანობის ამაღლება და პროდუქტიულობის ზრდა. ამ მიმართულებით შეინიშნება, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე.
თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილების პარალელურად, პროფესიული კადრების დეფიციტი არსებობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში. ეს პირდაპირ ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.
ხშირად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გავხადოთ ეკონომიკა ინკლუზიური? ეკონომიკის ინკლუზიურობა სწორედ სამუშაო ძალის მომზადებასა და გადამზადებას გულისხმობს, რათა ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული, რაც პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიულ განათლებას. ეს მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი სამუშაო ძალის ტრანსფორმაციისთვის - კადრების დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში გადანაცვლების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი წარმატებით დაძლევა“, - განმარტავს ბერეკაშვილი.