TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილური ტელეფონების იმპორტს ახდენს
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 146 110.1 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის 6 თვეში ქვეყანაში მობილური ტელეფონების იმპორტი 146 041.1 ათას დოლარს შეადგენდა. ზრდა 0,05%-ის დონეზეა.
საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტის კუთხით ლიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სწორედ მასზე მოდის ტელეფონების იმპორტის 46%-ი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 67 355.8 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 22 846.5 ათასი დოლარი;
ვიეტნამი -13 302.9 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი -13 219.6 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 11 975.7 ათასი დოლარი;
საგულისხმოა, რომ ქვეყანაში მობილური ტელეფონების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.
სხვა სიახლეები
ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას - ირაკლი კობახიძე
06.11.2026.22:40
პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას.
მისივე თქმით, საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას და მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და თქვენი ვიზიტიც საქართველოში ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი მორიგი გამოხატულებაა. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 34 წელს ითვლის და მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მოხარული ვართ, რომ ამ შეთანხმებას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის და მას შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წინსვლას ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა კუთხით. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განუხრელ მხარდაჭერას ერთი ჩინეთის პრინციპთან მიმართებით. ჩვენ შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური ბიზნესის, ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ. ეს შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, რომ განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. ჩვენ დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად გავაღრმაოთ პარტნიორობა, მათ შორის ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.