TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 43,058.45 ათასი დოლარის ღირებულების 65,153,466.27 ლიტრი წყალი გაიტანა. მაშინ, როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში წყლის ექსპორტი 57,872,228.00 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად ექსპორტირებული მინერალური წყლების მოცულობა 13%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან მინერალური წყლების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს:
რუსეთი - 36,829,597.68 ლიტრი;
ყაზახეთი - 9,300,299.78 ლიტრი;
უკრაინა - 6,852,826.02 ლიტრი;
უზბეკეთი - 2,868,953.28 ლიტრი;
ლიეტუვა - 1,948,036.38 ლიტრი;
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ საზღვარგარეთ 257,505,778.12 ლიტრი წყალი გაყიდა.
რაც შეეხება 2024 წელის მონაცემებს, საანგარიშო პერიოდში 163,782.30 ათასი დოლარის ღირებულების 254,207,940.36 ლიტრი წყლის ექსპორტი განხორციელდა
სხვა სიახლეები
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს 19.3%-ით გაიზარდა და $1 900.4 მილიონი შეადგინა - საქსტატი
17.08.2026.11:06
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება.
2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4 პროცენტი შეადგინა.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე No3. პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4 პროცენტით (426.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3 პროცენტით (214.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით (202.4 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 56.8 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).