TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე მეტი რაოდენობის ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 10,470.71 ათასი დოლარის ღირებულების 5,857.79 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა. 2024 წლის ოთხი თვის სტატისტიკით კი ექსპორტზე 9,219.44 ათასი დოლარის ღირებულების 6,027.68 ტონა ნატურალური წვენებია გატანილი. შესაბამისად ექსპორტირებული წვენების ღირებულება თითქმის 14%-იან ზრდას, ხოლო მოცულობის მხრივ 3%-იანი კლებაა.
მიმდინარე წელს საქართველოსთვის ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტისთვის ნომერ პირველი ბაზარი გერმანიაა.
TOP -5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოდან ნატურალური ქვენების ექსპორტმა ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 21,709.49 ათასი დოლარის ღირებულების 14,581.50 ტონა წვენები გაყიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.19:00
ხელოვნურ ინტელექტს შრომით ბაზარზე გავლენა ექნება, - აცხადებს საქპატენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
სოსო გიორგაძის თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის სამუშაოებზე, თუმცა მისვე განმარტებით „პროგრესი მუშახელს არ ამცირებს“.
„შრომით ბაზარზე დიდი ალბათობით მას ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვითარებას. ყველაფერი თავის დროზე, დაწყებული ჩარხით, ტრაქტორით, ან სხვა ნებისმიერით, რაც ტექნოლოგიური გაუმჯობესება იყო ქმნიდა გარკვეული მუშახელის გაქრობის საშიშროებას. ასეთი რისკი ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად შეამცირებს სამუშაო ადგილებს. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონკრეტული ტიპის სამუშაო სფეროზე, აღარ იყოს საჭირო ადამიანური მუშახელი კონკრეტულ სეგმენტში, მაგრამ პროგრესი მუშახელს არ ამცირებს. სამუშაო ადგილები დიდი ალბათობით უფრო გაიზრდება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით მუშახელი შესაძლოა აღარ იყოს საჭირო.
ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა იყოს პრაგმატული, მათ შორის სახელმწიფო დონეზე, ისე როგორც ბიზნესის დონეზე. წარმოიდგინეთ არსებობს ძალა, რომელსაც თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ, კონკურენტები აუცილებლად გამოიყენებენ. შესაბამისად ისინი წინ იქნებიან, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას და უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომას. არამხოლოდ ინფორმაციაზე წვდომას, არამედ ინფორმაციის სწრაფ ანალიზს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი არაფერი არ იცის, რაც ადამიანმა არ მოიფიქრა. მაგრამ ერთი, ან თუნდაც 100 ადამიანისგან განსხვავებით ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წვდომა ჰქონდეს უფრო მეტ ინფორმაციაზე და უფრო სწრაფად გადაამუშაოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესისთვის, რომელიც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაცია მოახდინოს ხელოვნურ ინტელექტთან იმისთვის, რომ კონკურენციას არ ჩამორჩეს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.