მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე მეტ ჩაის ყიდის

news image

საქართველოდან ჩაის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 2 806.5 ათასი დოლარის ღირებულების 1 262.3 ტონა ჩაი გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის 9 თვეში ექსპორტი 1 131.4 ტონას შეადგენდა. ზრდა 12%-ია. 

საქსტატის ინფორმაციით, ქართული ჩაისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე მეტ ჩაის ყიდის:

  • თურქეთი - 466.4 ტონა;
  • ყაზახეთი - 335.2 ტონა;
  • მონღოლეთი - 249.3 ტონა;
  • სომხეთი - 95.8 ტონა;
  • თურქმენეთი - 55.9 ტონა;

საგულისხმოა, რომ საქართველოდან ჩაის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ უცხოეთში 2 440.0 ტონა ჩაი გაყიდა. 2024 წლის სტატისტიკით კი ექსპორტზე 1 689.7 ჩაი გავიდა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში მიდიების იმპორტში უდიდესი წილი საბერძნეთზე მოდის

30.10.2025.13:00

2025 წლის 9 თვეში საქართველოში მიდიების იმპორტმა 0.3 ტონა შეადგინა. 2024 წლის თვეში იმპორტი 0.3 ტონა შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში მიდიების იმპორტში მოცულობის კუთხით ცვლილებები არ არის, წელს ქვეყანაში მიდიების საერთო რაოდენობა შედარებით შემცირებულია. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიდიების ფასი შედარებით შემცირდა.


2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტირებული მიდიების საერთო ღირებულება 2,9 ათასი დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2024 წლის 9 თვეში იმპორტმა 3,2 ათასი დოლარი შეადგინა. 


მიდიების იმპორტის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში იმპორტირებული მიდიების დიდი წილი საბერძნეთზე მოდის.

2025 წლის 9 თვეში საქართველომ მიდიები სულ სამი ბაზრიდან იყიდა:

  • საბერძნეთი - 1.4 ათასი დოლარი - 0.2 ტონა;
  • საფრანგეთი - 1.3 ათასი დოლარი - 0.1 ტონა
  • ნიდერლანდები 0.3 ათასი დოლარი - 0.0 ტონა. 

​ 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა