TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობებს ყიდის
ფეროშენადნობების ექსპორტი 29%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 152 887.4 ათასი დოლარის ღირებულების 140 432.7 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფეროშენადნობების ექსპორტი 197 038.4 ტონას შეადგენდა.
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტისთვის ნომერ პირველი ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობები გაყიდა:
ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მცირდებოდა. გამონაკლისი 2024 წელი იყო, როცა ექსპორტმა 2023 წლის მაჩვენებლებს გადაასწრო.
სხვა სიახლეები
20.10.2025.18:22
ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - აღნიშნულია შპს „ენგურჰესის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.
შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“, - აღნიშულია გავრცელებულ განცხადებაში.