მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7093
-0.0071
flag
AZN 1.573
-0.0006
flag
CNY 38.87
0.0127
flag
EUR 3.1521
-0.004
flag
GBP 3.6094
-0.0041
flag
KZT 53.68
-0.0013
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6742
-0.0009

TOP 5 პროდუქტი, საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვაში

news image

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველომ აზერბაიჯანში 46 290.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის იანვარში კი 42 792.4 დოლარის. წლიურ ჭრილში აზერბაიჯანში ექსპორტი 8%-ით არის შემცირებული. საქართველოდან აზერბაიჯანში მთავარი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 10 201.3 ათასი დოლარი;
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 4 763.1 ათასი დოლარი;
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 4 383.4 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2 648.0 ათასი დოლარი;
  • ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - 1 787.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტს, ის 12%-ით არის შემცირებული, 2026 წლის იანვარში საქართველომ მეზობელი აზერბაიჯანიდან 55 339.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის იანვარში კი 62 822.0 ათასი დოლარის. 
 

TOP პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანიდან ყიდულობს:

  • დანარჩენი საქონელი - 34 137.9 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 6 014.3 ათასი დოლარი;
  • ცემენტი - 3 609.4 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 2 097.5 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 897.8 ათასი დოლარი;

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ - შოთა ბერეკაშვილი

25.02.2026.16:22

არის პროდუქტები სადისტრიბუციო სფეროში, რომლებიც ხასიათდება მაღალი ელასტიურობით, მნიშვნელოვანი შემცირება კლებისკენ იწვევს რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას. ამიტომ ვისაც ბიზნესის პრაქტიკა სწორად ესმის მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის გაზრდა, ანუ იმ ხარჯების შემცირება, რაც მისცემს საშუალებას, რომ ფასის კორექცია მოახდინოს კლებისკენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს და გააუმჯობესებს ბიზნეს ეფექტურობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანია მოხდეს შესაბამისი ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავება, რათა ბაზარზე იყოს ჯანსაღი კონკურენცია.

„აქვე მნიშვნელოვანია ბიზნეს კონკურენცია იყოს ჯანსაღი, რადგან ჯანსაღი ბიზნეს კონკურენცია გამოიწვევს ამას. თუ კონკურენცია არ გვექნება და ჩაკეტილი სისტემა იქნება ამ შემთხვევაში, უფრო ცდუნება იქნება მონოპოლისტური აზროვნების, მაგრამ ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია გვქონდეს და ბიზნესებმა იმოქმედონ ჯანსაღად, სწორედ ეს არის გამოწვევა და კომისიის მიზანი. მე მჯერა, რომ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოს სწორად შევიმუშავებთ და კონკურენციას გავაჯანსაღებთ ეს გამოიწვევს ზუსტად იმ ეფექტს, რაც მე ვთქვი და არა პირიქით, რომ ერთეულებმა ისარგებლონ,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა