მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

TOP 5 პროდუქტი, რომლის ექსპორტსაც საქართველო იაპონიაში ახდენს

news image

საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი 2%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ ექსპორტზე 4 263.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წელს კი 4 196.9 ათასი დოლარის. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ქართული ღვინოა, რაზეც იაპონიაში ექსპორტის 26%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1 116.6 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 948.5 ათასი დოლარი;
  • ალუმინი დაუმუშავებელი - 780.3 ათასი დოლარი;
  • ნაყოფები სხვა, ახალი - 609.4 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 336.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იაპონიიდან იმპორტს, 34%-იანი კლებაა. 2025 წელს საქართველომ იაპონიიდან 364 645.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. სტატისტიკის მიხედვით, იაპონიიდან იმპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 329 910.2 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 5 642.9 ათასი დოლარი;
  • სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 5 224.3 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 4 183.3 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; - 3 331.6 ათასი დოლარი;

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

07.04.2026.16:30

„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს და გააგრძელებს მუშაობას საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და ვალის სტრუქტურის შემდგომი გაჯანსაღების მიმართულებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი წარმატებები ღია ბაზარზე აქტივობის მიმართულებით. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში, მოხდა ევრობონდების წარმატებული გამოშვება, რომელმაც აჩვენა ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვანი სანდოობა საქართველოს ეკონომიკისადმი.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, გარდა საფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ღია ბაზარზე ქვეყნის აქტივობისა, საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მინისტრის თქმით, საუბარია Eagle Hills-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მისიის ფარგლებში განხილულ იქნა სხვადასხვა სტრუქტურული რეფორმა და მიმართულება. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სავალუტო ფონდთან სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებულ ტექნიკური დახმარების ანგარიშს, რომელიც ხაზს უსვამს იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ამ მიმართულებით მიაღწია ქვეყანამ. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს ამ რეფორმას და მიმდინარე სამოქმედო გეგმებში ასახული იქნება აღნიშნული ანგარიშის რეკომენდაციები, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.

მისი განცხადებით, მეოთხე მუხლის მისიის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საინტერესო სამუშაო გასწია შრომის ბაზრისა და დასაქმების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესწავლაზე, რაც ლაშა ხუციშვილის თქმით, დროული და მნიშვნელოვანია.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებების, ასევე მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში, რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემს დეტალურად და სიღრმისეულად შეხედოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და სამომავლო ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერსებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა