მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის

news image
mbc image

შვეიცარიაში ექსპორტი 33%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 4%-ით. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიაში ექსპორტზე 18,861.91 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14,145.23 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან შვეიცარიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:

  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 17,704.06 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 475.30 ათასი დოლარი;
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 383.48 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 270.69 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 8.36 ათასი დოლარი;

რაც შეეხება შვეიცარიიდან იმპორტს ის 4%-ითაა გაზრდილი. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიიდან 28,637.18 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 27,562.28 ათასი დოლარის. შვეიცარიიდან საქართველოში ნო,მერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ვაქცინები და სისხლია.

  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 12,426.45 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 8,310.60 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 926.12 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 669.08 ათასი დოლარი;
  • ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 609.61 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აგვისტოს ელექტროენერგიის ბალანსში აზერბაიჯანთან იმპორტისა და ექსპორტის თითქმის თანაბარი მოცულობებია დაფიქსირებული - Galt & Taggart

05.10.2026.13:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა