მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს

news image

საქართველოსა და იაპონიას სავაჭრო ურთიერთობები წელს შემცირებულია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ იაპონიიდან 159 375.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა. 2024 წლის იანვარ-მაისში კი 170 512.0 ათასი დოლარის. შესაბამისად კლება 6,5%-ის დონეზეა. საქართველოში იაპონიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 145 220.4 ათასი დოლარი;
  • სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 4 442.1 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2 568.0 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 1 520.2 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - 1 093.9 ათასი დოლარი;

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ იაპონიაში 2 318.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა გასაყიდად. ეს მაჩვენებელი კი 16%-ით ნაკლებია 2024 წლის 5 თვის მაჩვენებელზე. 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ იაპონიაში  2 748.1 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა. საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნატურალური წვენებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:

  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 933.6 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 486.1 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 336.2 ათასი დოლარი;
  • ალუმინი დაუმუშავებელი - 296.3 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი -  115.6 ათასი დოლარი;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

10.07.2025.19:00

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით. 

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ჯანმრთელობის დაცვა (9,5%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,0%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (5,7%), განათლება (4,9%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4,7%), დასვენება, გართობა და კულტურა (2,3%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,1%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (7,3%).

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-12,7%), ტრანსპორტი (-4,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1,2%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-0,6%), 

რაც შეეხება 2025 წლის ივნისის მონაცემების შედარებას მაისის მაჩვენებლებთან, სტატისტიკა ასე გამოიყურება:

თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (2.2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1,3%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (1,1%), ჯანმრთელობის დაცვა (0,5%), დასვენება, გართობა და კულტურა (0,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,3%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0,2%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0,0%), განათლება (0,0%), 

თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-1,0%), ტრანსპორტი (-0,4%), კავშირგაბმულობა (-0,1%).

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა