მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.8
-0.0287
flag
AZN 1.5379
-0.0005
flag
CNY 38.764
-0.0042
flag
EUR 3.0265
-0.005
flag
GBP 3.5374
-0.0088
flag
KZT 56.64
-0.0007
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6145
-0.0007
news banner

ევროკავშირში ექსპორტი 44%-იან ზრდას აჩვენებს

news image
mbc image

ევროკავშირში ექსპორტი 44%-იან, ხოლო იმპორტი 3%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ევროკავშირში 372 666.0 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 259 437.5 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 43.6%-ის დონეზეა. საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 53 340.0 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 38 090.6 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა​ - 36 416.5 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 33 295.1 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 30 155.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, აქ 2,5%-იანი ზრდაა. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ევროკავშირიდან 2 123 742.6 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 072 479.4 ათასი დოლარის. ევროკავშირიდან განხორციელებულ პროდუქციას შორის ლიდერი  მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 356 873.7 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 231 364.2 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 160 744.8 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 58 071.0 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 35 692.6 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც - ვახტანგ ცინცაძე

19.08.2026.15:28

„საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 72%-ზე მეტად გაიზარდა და მისმა მოცულობამ ივლისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება მომდევნო წლებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ 793.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტში (რე-ექსპორტის გამოკლებით), რაც 72.5%-ით გაიზარდა და ივლისის თვის რეკორდულ ნიშნულს, 462.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 7 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტმა ასევე რეკორდული მოცულობა, 4,670.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ 21.6%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 64.1%-ით გაიზარდა და 2,854.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა