TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის
ჩინეთში ექსპორტი 17%-იან, ხოლო იმპორტი 22%-იან ზრდას აჩვენებს.საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ჩინეთში ექსპორტზე 133 300.1 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის იანვარ-მაისში კი 113 734.6 ათასი დოლარის. ზრდა 17,2%-ია. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ლითონის მადნებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს აქ 22,3%-იანი ზრდაა. 2025 წლის იანვარ-მაისში ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებულია 707 078.4 ათასი დოლარის პროდუქცია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 578 367.9 ათასი დოლარის. ჩინეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ფოლადისგან დამზადებული მასალებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია
12.02.2026.19:00
საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 11 822.1 ათასი დოლარის ღირებულების 15 150.0 ტონა ბრინჯი იყიდა, 2024 წელს ეს მაჩვენებლები 11 040.4 ტონას შეადგენდა. შესაბამისად 2025 წელს 2024 წელთან შედარებით საქართველოში ბრინჯის იმპორტი 37%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ 2025 წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.