TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ აშშ-დან 1 095 904.8 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 722 950.4 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად აშშ-დან იმპორტი 51,6%-იან ზრდას აჩვენებს. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის 5 თვის სტატისტიკით აშშ-დან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:
მსუბუქი ავტომობილები - 730 037.1 ათასი დოლარი;
სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 227 967.0 ათასი დოლარი;
ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან - 30 663.5 ათასი დოლარი;
ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 30 566.7 ათასი დოლარი;
თხილი და სხვა კაკალი - 10 679.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება აშშ-ში ექსპორტს, აქ 5,4%-იანი კლებაა.2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ აშშ-ში 36 854.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 38 962.7 ათასი დოლარის. საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.07.2025.19:00
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ჯანმრთელობის დაცვა (9,5%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,0%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (5,7%), განათლება (4,9%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4,7%), დასვენება, გართობა და კულტურა (2,3%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,1%) და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (7,3%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-12,7%), ტრანსპორტი (-4,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-1,2%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-0,6%),
რაც შეეხება 2025 წლის ივნისის მონაცემების შედარებას მაისის მაჩვენებლებთან, სტატისტიკა ასე გამოიყურება:
თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (2.2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1,3%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (1,1%), ჯანმრთელობის დაცვა (0,5%), დასვენება, გართობა და კულტურა (0,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0,3%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0,2%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0,0%), განათლება (0,0%),
თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-1,0%), ტრანსპორტი (-0,4%), კავშირგაბმულობა (-0,1%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.