TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოდან ექსპორტი 41%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე 13 475.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 976.2 ათასი დოლარის. საქართველოდან ემირატებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, აქ 1%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 117 831.6 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის იანვარ-მაისში კი 118 760.7 ათასი დოლარის. საამიროებიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მობილური ტელეფონებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.19:28
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას" მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, ასევე მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოში - რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს.
კორპორაციის მფლობელმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აისახება.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია „ინდორამა" მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს აერთიანებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, რუსთავის აზოტის სამეთველყურეო საბჭოს დირექტორი პრაკაშ კეჯრივალი და რუსთავის აზოტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ეფრემ ურუმაშვილი დაესწრნენ.