მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო ხორბალს ყიდულობს

news image

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 82 416.5 ათასი დოლარის ღირებულების 326 546.0 ტონა ხორბალი იყიდა. 2024 წლის 9 თვის მაჩვენებლებით კი ხორბლის იმპორტი 223 666.0 ტონას შეადგენდა - ზრდა 46%-ის დონეზეა.

მიმდინარე სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის 9 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 76%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ წელს საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაც განახორციელა და პროდუქტის იმპორტი ყაზახეთიდან დაიწყო. ამ დროისათვის ყაზახეთი ხორბლის იმპორტიორებს შორის მეორე პოზიციას იკავებს. 

TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო ხორბალს ყიდულობს:

  • რუსეთი - 249 410.0 ტონა;
  • ყაზახეთი - 76 984.3 ტონა;
  • ავსტრია - 74.2 ტონა;
  • რუმინეთი - 66.0 ტონა;
  • გერმანია - 10.9 ტონა;
  •  
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 220 ათასს შეადგენს, რაც სამუშაო ძალის 13.9%-ია - გოგიტა თოდრაძის განმარტება

16.03.2026.23:30

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის გაანგარიშება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებზე დაყრდნობით ხდება. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა,  უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც ბოლო კვირაში არ მუშაობდა, გასული თვის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამსახურს და მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. 

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ უმუშევრობის და დასაქმების სტატისტიკის გაანგარიშებისას, ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვინ არის უმუშევარი ამ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ეს არ გახლავთ ჩვენი, საქსტატის მოგონილი ეროვნული მაჩვენებელი. უმუშევრად ითვლება პირი, ვინც არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში ერთი საათითაც კი, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ანუ მაგალითად, თუ პირი არ მუშაობს, მაგრამ არ ეძებს სამუშაოს სხვადასხვა მიზეზით, მაშინ ის არათუ უმუშევრად ითვლება, არამედ კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, ანუ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილია.

ასევე შეიძლება პირი არ მუშაობს, ეძებს სამუშაოს, მაგრამ არ არის მზად მუშაობის დასაწყებად, ანუ მაგალითად ვგულისხმობ არა აქვს მას შესაბამისი კვალიფიკაცია, ან შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც მას სჭირდება მუშაობის დასაწყებად. ასეთი პირიც კვალიფიცირდება მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ. ზოგადად რომ ავიღოთ, უმუშევრობის სტატისტიკისთვის ჩვენ ვიყენებთ მოსახლეობას 15 წლის და ზემოთ, ანუ მინიმალური ზღვარი არის 15 წელი, ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. ასეთი კატეგორიის მოსახლეობა გახლავთ 3 მილიონი. ეს 3 მილიონი იყოფა ორ ნაწილად: პირველია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა და მეორე გახლავთ დაახლოებით... ანუ პირველი არის დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი, 650 ათასი და დანარჩენი არის ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ანუ მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ.

პირველი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შედგება ორი ნაწილისგან: დასაქმებულები და უმუშევრები, ოღონდ უმუშევრები სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით. დასაქმებული ორ მიმართულებას აერთიანებს: პირველი არის დაქირავებული პირი, რომელიც დაკონტრაქტებულია დამსაქმებელთან და რომელსაც ერიცხება ხელფასი, ხოლო თვითდასაქმებული შეიძლება იყოს საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირი, რომელიც მის მიერ მოწეული მაგალითად პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს ყიდის ბაზარზე ან ბარტერის სახით იღებს რაღაც გაცვლიდან მიღებულ შემოსავალს. აქ შედის მაგალითად ძიძები, რეპეტიტორები, რომლებიც ხელფასს კი არა იღებენ, შემოსავალს თავიანთი თვითდასაქმებიდან. შესაბამისად უმუშევრობის დონე იანგარიშება ამ უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილით სწორედ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. ანუ უმუშევართა რაოდენობა არის დაახლოებით 220 000 ამ კრიტერიუმის მიხედვით და მისი პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან სწორედ გვაძლევს ამ 13.9-იან მაჩვენებელს“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა