მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

TOP 5 ავიაკომპანია, რომელიც ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა

news image

საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოემსახურა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-მაისში რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით,  საქართველოს აეროპორტებში Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტ მგზავრს თურქული ავიაკომპანია ⁠Pegasus Airlines-ი მოემსახურა.  ხოლო მესამე პოზიციას ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი იკავებს.

2025 წლის 5 თვის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე:

1. Wizz Air - 18%

2. ⁠Pegasus Airlines - 8%

3. ⁠Georgian Airways - 7%

4. ⁠Turkish Airlines - 7%

5. ⁠Azerbaijan Airlines - 6%

საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-მაისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის ​51,11%-იანი ზრდა აჩვენეს. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 15,1%-ით მეტია 2024 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50,1%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1914974 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 1928077 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-მაისში 2513565 მგზავრს, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში კი 2893274 მგზავრს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს - შალვა პაპუაშვილი

17.06.2025.17:09

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

მისი თქმით, დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია.

,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში.

ამასთანავე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს მისი ინიციატივისთვის, რომ სამმხრივი ფორმატი: თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე განახლდეს. შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე პარლამენტი მზად არის, რომ ეს ფორმატი განახლდეს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე პირველი შეხვედრა თურქეთში შედგეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თურქეთში ვიზიტი, პარლამენტებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებაში დიდ წვლილს შეიტანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა