TOP 10 სახელმწიფო ქონება, რომელიც 2024 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა
2024 წელს სახელმწიფოს მიერ გაყიდული ობიექტებიდან ყველაზე ძვირად თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა. აუქციონის გამარჯვებული კი „იონფაშ ჯორჯია“ გახდა, რომელმაც ლოტში საბოლოო ჯამში 34 220 000 ლარი უნდა გაიხადოს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს მერ 2024 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტებიდან TOP-5 თბილისში მდებარეობს.
მაშ ასე, 2024 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტებიდან მეორე ადგილზეა ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რაშიც მყიდველმა, ანუ „დელუქს ფროფერთიმ“ აუქციონის პირობების მიხედვით განსაზღვრულ ვადაში 27 033 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
მესამე ადგილზეა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე მიწის ნაკვეთები რომელიც შპს თ და კ რესტორნებმა 6 795 000 ლარად იყიდა.
TOP-10 სახელმწიფო ქონება, რომელიც 2024 წელს ყველაზე ძვირად გაიყიდა:
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ ჯამში 236 000 896 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპრივატიზებო გეგმა 236 000 000 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1 436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდულ ქონებების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.