TOP 10 კომპანია, სადაც მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა
ცნობილია TOP 10 კომპანია, სადაც 2025 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
მაშ ასე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მოპოვებული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის II კვარტალში 580.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 12.0 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
2025 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3 პროცენტია. რეინვესტიციამ 466.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7 პროცენტს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.09.2025.12:44
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად რჩება და ვაპირებთ, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი ახალ მასშტაბებამდე გავზარდოთ. ჩვენ, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, განვაგრძობთ პარტნიორობის გამყარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რათა შევძლოთ საიმედო ენერგეტიკული ცენტრის როლის კვლავ გაგრძელება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ორგანიზებით მიმდინარეობს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. „ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ქსელის საიმედოობის გამოწვევებთან გამკლავება რთულია რეგიონული თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გარეშე. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი რეგიონული ენერგოსისტემის განვითარება," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველია, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის საყრდენიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მწვანე ენერგიას ეხება, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების მთავარი წყარო და ძირითადი შიდა ენერგეტიკული რესურსია. „ჩვენი პოლიტიკა მუდმივად იხვეწება მწვანე ენერგიაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ახალი პროექტების განვითარებასთან ერთად, ჩნდება ჩვენი ქსელების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გამოწვევა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი შიდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების პარალელურად, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შემდეგ, ფორუმის მონაწილეებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მიესალმა.
ფორუმში მონაწილეობენ დანიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები, (Energinet, TEIAS, Azerenerji, Electro Power Systems Operator, Moldelectrica Transelectrica) კანადური ენერგეტიკული კომპანიების - „PSCAD" და „RTDS Technologies" და დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს CIGRE-ს ექსპერტები. ასევე Schweitzer Engineering Laboratories (SEL), ბათუმის საზღვაო აკადემიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.