მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

news image

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ტოპ სომელიე ტაკუ იგურო უძღვებოდა. ქართულ ქარვისფერ ღვინოებზე ტაკუ იგურომ სპეციალურ სემინარზე ისაუბრა, ხოლო ღვინოების დეგუსტაცია ე.წ. „Walk Around Tasting“-ის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილის პერიოდში ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართა.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას, ამასთან ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებსა და ღვინის პროფესიონალებს. 

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მარკეტინგულ კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა. იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ღვინო, თავისი მრავალფეროვანი გემოებითა და ტრადიციული წარმოების მეთოდებით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა ამცირებს ნავთობის ფასს გლობალურად - მიზეზები

15.04.2026.12:21

ნავთობის ფასები ოთხშაბათს უკვე მეორე დღეა მცირდება იმ მოლოდინის ფონზე, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა განახლდეს და გაიზარდოს მიწოდება ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან მწარმოებელ რეგიონში, რომელიც ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო არის შეზღუდული.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 16 ცენტით, 0.2%-ით შემცირდა და ერთ ბარელზე $94.63 შეადგინა (GMT 06:35 მდგომარეობით).

ომმა თითქმის სრულად დახურა ჰორმუზის სრუტე - მნიშვნელოვანი საზღვაო არხი, რომლის მეშვეობითაც სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობი და გადამუშავებული პროდუქტები მიეწოდება გლობალურ მყიდველებს, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა ამ კვირაში განახლდეს, მას შემდეგ რაც შაბათ-კვირას შეთანხმების გარეშე დასრულდა. თუმცა, აშშ-მ ასევე დააწესა ბლოკადა ირანის პორტებიდან გამავალ გემებზე, რაც, სამხედროების განცხადებით, ოთხშაბათისთვის სრულად აჩერებს ქვეყნის საზღვაო ვაჭრობას როგორც შემომავალ, ისე გამავალ მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა