თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენცია
TBC Capital - თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა;
გიორგი თხელიძე | თიბისი ბანკი, გენერალური დირექტორი;
სტეფან ვაილერი | J.P. Morgan, მმართველი დირექტორი, DCM-ის ხელმძღვანელი CEEMEA-ს რეგიონში;
გიორგი რამიშვილი | Silk Road Group „სილქ როუდ ჯგუფი“, დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ეკატერინე ქავთარაძე | Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი;
ადამ ფარლოუ | Baker McKenzie, პარტნიორი და კაპიტალის ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
ეკატერინე გალდავამ Central Banking-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სხვა სიახლეები
საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს - თამარ იოსელიანი
01.04.2026.17:35
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ზოგადად, საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართულება ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა როგორც ავიაციის, ისევე ტურიზმის მიმართულებით. გამოვყოფდი საბერძნეთის მიმართულებას, სადაც წინა წელს მოვემსახურეთ დაახლოებით 300 000-მდე მგზავრს და გვქონდა დაახლოებით 30%-იანი მატება", - აცხადებს თამარ იოსელიანი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ევროპის მიმართულებებზე მგზავრთნაკადის სტატისტიკა გაზრდილია და ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპის, ასევე ევროკავშირის მიმართულებები. აქაც 16%-იანი მატება გვქონდა და დაახლოებით ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. ჩვენთვის ბაზრების დივერსიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ისეთი სტრატეგიული მიმართულებებიდან, როგორიც ევროკავშირია - ჩრდილოეთ ევროპისა და გერმანიის შემდეგ, საბერძნეთი არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც სიხშირეები იზრდება და წელსაც ველოდებით ძალიან მაღალ მაჩვენებლებს, როგორც ტურიზმის, ასევე მგზავრთნაკადის მიმართულებით", - აცხადებს თამარ იოსელიანი.
Sky Express ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 6 ივლისიდან შეუდგება. ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა და რეგულარულ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ასრულებს.
დღეისთვის საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს Sky Express-ის გარდა Aegean Airlines და Wizz Air ასრულებენ.