მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

„თეთრ სიასთან“ დაკავშირებით გვქონდა აქტიური კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიებთან და გარკვეულწილად შევჯერდით ახალ მოდელზე - რევაზ სოხაძე

news image

ინფრასტრუქურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ -სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ხარისხისა და ვადების კონტროლის გამკაცრებასა და ე.წ. „თეთრი სიის“ განახლების პროცესზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, „თეთრი სიის“ მექანიზმის გაუმჯობესებაზე არაერთი კონსულტაცია გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ახალ წესებსა და მიდგომებზე.

მისი განმარტებით, „თეთრი სიის“ სისტემა თავდაპირველად ბიზნესის წასახალისებლად შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა მექანიზმად, რომელიც ცალკეულ კომპანიებს არასამართლიან უპირატესობას ანიჭებდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა მიიღეს საავანსო თანხები და ისინი სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. მისივე თქმით, სწორედ ამ რისკების გამო გახდა აუცილებელი სისტემის გარდაქმნა.

„კომპანიებს ავანსს ვაძლევდით, ხოლო უზრუნველყოფის სახით მხოლოდ ნახევარს ვთხოვდით, რაც სახელმწიფოსთვის დიდ რისკს წარმოადგენდა. სამშენებლო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შევჯერდით ახალ ნორმებზე – ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო 2029 წლიდან მთლიანად ახალ მოდელზე გადავალთ“ - განაცხადა მინისტრმა.

სოხაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია სახელმწიფო რისკების შემცირება, ხარისხზე ორიენტაციის გაძლიერება და სამართლიანი, კონკურენტული გარემოს შექმნა სამშენებლო სექტორში.

მისივე თქმით, გაძლიერებული კონტროლი ხარისხსა და ვადებზე შეჯერებულია სამშენებლო სექტორის მოსაზრებებთანაც, განსაკუთრებით ფასწარმოქმნის ნაწილში.

„წლების განმავლობაში ფასწარმოქმნის არსებული სისტემა აზიანებდა ინფრასტრუქტურულ განვითარებას -ტენდერები ხშირად არარელევანტური ფასებით ცხადდებოდა. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, თავად ჩაერთოს ფასის განსაზღვრაში, რათა შეფასება საბაზრო ფასს დაეფუძნოს“ -აღნიშნა მინისტრმა.

სოხაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხარჯთეფექტურობა არ ნიშნავს ხარისხის შემცირებას.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად შეიძლება ხარისხიანი პროექტის განხორციელება. ჩვენი ამოცანაა ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და გონივრული ვადები. ეს კი უზრუნველყოფს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების -გამჭვირვალე, ეფექტური და ხარისხიანი მიდგომებით“ – განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიღებულია სამშენებლო ბიზნესთან, მშენებელთა ასოციაციებთან და სხვადასხვა უწყებებთან უწყვეტი თანამშრომლობის საფუძველზე. პროცესში აქტიურადაა ჩართული სამხარაულის ეროვნული ბიუროც.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით გვქონდა აქტიური კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიებთან და გარკვეულწილად შევჯერდით ახალ მოდელზე - რევაზ სოხაძე

12.12.2025.19:15

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა