მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მზის და ქარის სადგურების მშენებლობის ღირებულება დროთა განმავლობაში იკლებს -  Galt & Taggart

news image

ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე, მზის და ქარის სადგურების მშენებლობის ღირებულება დროთა განმავლობაში იკლებს, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი, რომელმაც 20 ივნისს Galt & Taggart-ის ახალი კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა.

Galt & Taggart-მა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენცია გამართა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისა და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში  Galt & Taggart-მა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც მიმოიხილავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ მშენებლობის ღირებულება და კვლევა დეველოპორების გამოკითხვის საფუძველზე შევადგინეთ. ძირითადად, ქარისა და მზის სადგურების მთავარი კომპონენტი არის ელექტრო მექანიკური მოწყობილობები და ამის გამო მისი მშენებლობის ვადა არის შედარებით მოკლე და გადახარჯვის ალბათობა გვაქვს ნაკლები, ხოლო ჰიდროსადგურების  მშენებლობის ღირებულება ბევრი კომპონენტისგან შედგება. გვაქვს მაღალი წილი ადამიანური რესურსის, რის გამოც ეს პროექტი შედარებით დროში იწელება და გადახარჯვის ალბათობაც მაღალი არის. ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე, მზისა და ქარის სადგურების მშენებლობის ღირებულება იკლებს, ხოლო ჰიდროსადგურების შემთხვევაში დიდი არის წილი სამშენებლო მასალების, რომლის ფასიც ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი არის და შესაბამისად მომატებული არის ჰიდროსადგურების მშენებლობის პირობები“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

მისივე განმარტებით, Galt & Taggart-ის კვლევის ერთ-ერთი მიგნება არის სწორედ ის, რომ რეზერვუარების მქონე ჰიდროებისთვის დადგენილი ტარიფი არ არის საკმარისი და გადახედვას საჭიროებს.

„დანარჩენ შემთხვევებში ცოტა დაბალი არის ჰიდროსადგურების  უკუგება და კარგი იქნებოდა წახალისების მექანიზმის გაზრდა. ქარისა და მზის სადგურებისთვის სავსებით საკმარისია და ეს კარგად ჩანს სამინისტროში შესული განაცხადების რაოდენობაში. დღეის მდგომარეობით, 8.8 გეგავატის განაცხადები არის შესული და აქედან უმეტესობა, 90% არის ქარის და მზის სადგურები“, - განმარტავს მარიამ ჩახვაშვილი.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, სემეკ-ის თავმჯდომარე, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის - საქსტატი

30.07.2025.19:00

2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი. 

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). 


ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა