მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სამუშაო სივრცეში მანქანა-დანადგარების უსაფრთხოებას და გარკვეულ სტანდარტებს გულისხმობს მთავრობამ უკვე დაამტკიცა - ბექა ფერაძე

news image

„საქართველოს მთავრობის დეკლარირებული ხედვა არის, რომ გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა. აღნიშნული ფარგლებში კი ერთ-ერთი ახალი რეგლამენტი მთავრობის მხრიდან რამდენიმე დღის უკან დამტკიცდა.

„ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ უკვე მიიღო, რომელიც სამუშაო სივრცეში მანქანა-დანადგარების უსაფრთხოებას და გარკვეულ სტანდარტებს გულისხმობს. თუ როგორ უნდა მოხდეს მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის საფრთხეები და რისკები, რომელიც სამუშაო სივრცეში არსებობს. გუშინ იქნა მიღებული აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი და ჩვენ უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება აქტიური კამპანია, ცნობიერების ამაღლებს კამპანია იმისთვის, რომ მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს აღნიშნული რეგლამენტის შესახებ მოთხოვნები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდრე მივიღებდით ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნეს ასოციაციასთან, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან, პროფკავშირთან და ზოგადად სამმხრივ ფორმატში გვქონდა რეგლამენტის განხილვა და ყველა ის შენიშვნა, რომელიც ბიზნესის მხრიდან იქნა გამოთქმული გავიზიარეთ, ისევე როგორც დასაქმებულთა მხრიდან. უნდა ითქვას, რომ რეგლამენტი არის აბსოლუტურად კონსენსუსით მიღებული ერთის მხრივ და ის მეორეს მხრივ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.
მანვე Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მიმოიხილა და თქვა, რომ გასულ წელს შრომის ინსპექციის მხრიდან 5 ათასზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა.

„გასულ წელს 5 ათასზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა ჯამურად შრომის ინსპექციის მხრიდან, არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ როგორც მოგეხსენებათ ჩვენ რამდენიმე მსხვილი მანდატი გვაქვს, როგორც შრომის უფლებების მიმართულებით, ასე მიგრაციის და ასე შემდგომ. უშუალოდ შრომის უსაფრთხოების კუთხით 3200-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა და შეეხო ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორს. სტატისტიკურ მონაცემები ყველაზე მეტად ცხადყოფს შედეგებს, ამიტომ აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, 44%-ით არის შემცირებული ფატალური, უბედური შემთხვევების მაჩვენებელი სამუშაო ადგილზე. და უშუალოდ გასულ წელთან შედარებით უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სიმძიმის უბედური შემთხვევები შემცირებულია საშუალოდ 24%-ით.

ჩვენ თუ შევედრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ამ დონეზეც კი კარგი სტატისტიკა გაქვს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნებში არის ასწლეულზე მეტი ინსპექტირების პრაქტიკა და ზოგადად კულტურის ნაწილია და ჩვენ სულ რამდენიმე წელია დავიწყეთ სრული ინსპექტირების პროცესი და სრულყოფამდე კიდე რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი. მისაღები გაქვს დაახლოებით 18 დირექტივა, რომელიც სხვადასხვა სექტორული მიმართულებით საბოლოოდ ჩამოაყალიბებს უსაფრთხოების სტანდარტებს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ მიმდინარე წლის აპრილი იყო ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში გასული წლების ანალოგიურ პერიოდში ახსოვთ - მარიამ ქვრივიშვილი

05.05.2025.20:00

ჩვენ სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ მათი შეფასებით აპრილის თვე იყო ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო კერძო სექტორთან სისტემატურ შეხვედრებს მართავს და დარგში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციებს იღებს.

„სამი თვის ჭრილში ჩვენს ქვეყანას არასდროს მიუღია ასეთი მაღალი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან - 826 მლნ დოლარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 1,3 მლნ-მა საერთაშორისო მოგზაურმა იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ რაზეც ნაკლებად საუბრობენ ხოლმე ჩვენი ოპონენტი ექსპერტები, არს ის, რომ თუ რამდენად გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურებში ტურისტული ნაკადების პროცენტული მაჩვენებლები. დღეს ჩვენ, რომ შევხედოთ სტატისტიკას დავინახავთ, რომ საშუალო გადახდისუნარიანობა ტურისტზე არის გაზრდილი ამ ქვეყანაში. გაიზარდა ღამისთევების რაოდენობა, საკმაოდ დივერსიფიცირებულია ტურისტული ნაკადები. ხედავთ, რომ იზრდება ისეთი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები, როგორიც არის ისრაელი, ყურის ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე თვალსაჩინო გახდება ზრდა შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. ავიაკომპანიების შემოსვლა ეს არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება, ამას წინ უზღვოდა მოლაპარაკებებიც, წინ უზღვოდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მიმართული მარკეტინგული კამპანიები.

შემოსვლამდე ავიაკომპანიები აკეთებენ ისეთ საფუძვლიან ანალიზს, როგორ საფუძვლიან ანალიზსაც ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მიმართულებისას აკეთებდნენ. რადგანაც ეს არის ერთის მხრივ უდიდესი რისკი კომერციული, ფინანსური და მათ შორის რეპუტაციული.

სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ ასევე რაღაცნაირ პროგნოზებს, რომ კი შემოვიდა British Airways-ი, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გავლენ. ჯერ, როგორ უნდა უსურვო შენს ქვეყანას ასეთი რაღაც. როგორ უნდა გააჟღერო. იმიტომ, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ის, რომ ნებისმიერი რამ რასაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ვსაუბრობთ, საქართველოს საზღვრებს შიგნით, ეს ლახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორი, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ ღირებულებებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ამდენი ადამიანია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართული და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სექტორის გაძლიერებაზე, პოზიციონირებაზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად ამ სექტორის ხელშეწყობა, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წარმატება რაც ჩვენს ქვეყანას ამ ტურიზმის ინდუსტრიიდან აქვს, რომელიც სხვათა შორის ასევე დიდი ძალისხმევის შედეგია კერძო სექტორის, მცირე, საშუალო მეწარმეების, რომელიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობენ და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს ციფრები არ არის ახლოს რეალობასთან, მაგრამ ამავდროულად არ ვისაუბროთ იმაზე, რამხელაა კონკურენცია... ჩვენ ძალიან ხშირად გაქვს ინდუსტრიასთან შეხვედრები, კერძო სექტორთან მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს და ერთი კვირის უკან ჩემთან იყვნენ წამყვანი სასტუმროების წარმომადგენლები, მმართველები, მფლობელები. მანამდე ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად ვხვდებით, ხშირად ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. და პირიქით ჩვენ მოვისმინეთ რა? ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლებისგან, რომ აპრილის თვე მათი შეფასებით იყო ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ. ეს ერთი. მეორეს მხრივ, თავადვე საუბრობენ თუ რამხელაა და როგორაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ თუ ისევ ვედრებით თუ რა იყო 2015 წელს, 2016 წელს, 2017 წელს, თუნდაც 2019 წელს, როდესაც გასაგები იყო, რომ შედარებით ნაკლები განთავსების ოდენობა ჩვენს ქვეყანაში ემსახურებოდა მეტ ტურისტს, და ბალანსი და კონკურენცია იყო ცოტა განსხვავებული. დღეს ფაქტობრივად გაორმაგებულია განთავსების ობიექტები. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მასშტაბური მოცულობით დაემატა ბინების გაქირავების მიმართულება, რაც გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა და მათ შორის Airbnb-ის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ, 2 დღის წინ პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს, თითქოსდა არის შემცირებული განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი და თითქოს და Airbnb-ს არ აქვს გავლენა. დღეს მოგახსენებთ, რომ საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ კვარტალში, საქართველოს ჭრილში, ძირითად სასტუმროებში, რა თქმა უნდა არ ეხება ყველა სასტუმროს, გაზრდილი იყო 4,3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ისევე, როგორც ბინების გაქირავება Airbnb პლატფორმაზე, ეს არ არის ჩვენი მოკვლეული ინფორმაცია. Airbnb-ზე დატვირთულობის კოეფიციენტი იყო გაზრდილი 8%-მდე. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ დიდ სურათში შევხედავთ, ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია კვლავ განაგრძობს ამ ქვეყანაში ზრდას სტაბილურად, მდგრადად, დივერსიფიცირებულად. გვემატება ახალი ავიაკომპანიები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე კარგ სიახლეებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. და ის მარკეტინგული აქტივობები, რასაც ჩვენ ვგეგმავთ უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა