მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა - საქსტატი

news image

2026 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (5.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (17.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (0.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი).

 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს

01.05.2026.09:07

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია თავისივე დასკვნას დღეს განიხილავს.

მოქმედი კომისიის ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში, შეხვედრები 80-ზე მეტ კომპანიასთან გაიმართა. კომისიამ სამ სექტორთან თანამშრომლობით შეისწავლა: ბიზნესმოდელები, საოპერაციო ხარჯები, მოგების მარჟები, რაც ფასების ფორმირებას იწვევს.

დროებითი კომისიის დასკვნა აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა, სადაც შემდგომი სამოქმედო გეგმა შედგება.

„კვლევა დაფუძნებულია ბაზრის სრულყოფის შესწავლაზე, ანალიტიკურ თეორიაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე. პროცესი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და იქ უკვე კონკრეტული გეგმა გაიწერება“, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა