თბილისზე ქვეყანაში რეგისტრირებული TESLA-ს მარკის ავტომობილების 87%-ი მოდის
დღეისათქვის ქვეყანაში 3004 ერთეული TESLA-ს მარკის ავტომობილია რეგისტრირებული. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებლებიდან 87%-ი თბილისშია რეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით TESLA-ს მარკის ავტომობილებს გადანაწილება ასეთია:
ირკვევა, რომ საქართველოში TESLA-ს მარკის ავტომობილებში ყველაზე პოპულარულია - MODEL 3.

ცნობისათვის, ქვეყანაში ამ დროისათვის 1 814 316 ავტომობილია რეგისტრირებული.
სხვა სიახლეები
2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი
13.12.2025.02:33
"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.