მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

თბილისში საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა

news image

თბილისში საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა. კომისიას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე იური შულეიკო.

სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, არსებულ დინამიკასა და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა - უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის გაძლიერების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა მექანიზმი შეიმუშავა და დღეს ქვეყანაში მეწარმეების ხელშეწყობის სრული ციკლისთვის შესაბამისი ეკოსისტემაა შექმნილი.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველომ, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა შთამბეჭდავად გაიზარდა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2026-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის.

კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომისიის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე ბელარუსის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის გაზრდის მიზნით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარებაზე ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სექტორებში, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციასა და ტურიზმის სექტორებში - 2025 წელს მგზავრთნაკადი წინა წელთან შედარებით 4.5 პროცენტით, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს ვიზიტორი ქვეყნების ათეულში, ბელარუსი მე-7 ადგილზეა.
საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეშვიდე სხდომის ოქმი გაფორმდა.

კომისიის ფარგლებში, საქართველოსა და ბელარუსის დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

17.03.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1336 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7223 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7223 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7365ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0142 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1336 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა