თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა არამარტო ტურისტული ნაკადების ზრდის, არამედ საქმიანი კავშირების განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც - თამარ იოსელიანი
„2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი დაუკავშირდება - 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება ფრენები თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. ეს ნიშნავს ჩრდილოეთ ევროპის მეტ დაკავშირებადობას საქართველოსთან და ტურისტული ნაკადების ზრდას", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ახალი ავიამიმართულების დაწყება.
თბილისსა და დანიის სამეფოს დედაქალაქს შორის პირდაპირ ავიარეისებს სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.
„სკანდინავიის ბაზარი ტურისტული თვალსაზრისით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიულია. ამასთან, კოპენჰაგენის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბია ევროპის რეგიონში, შესაბამისად, ამ მიმართულებით სკანდინავიის ქვეყნებიდან მოხდება ტურისტული ნაკადების მზარდი დაკავშირებადობა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქთან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზს გაუსვა, რომ რეგულარული ფრენები დანიის სამეფოდან მთელი წლის განმავლობაში შესრულდება, რაც, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპის მეტ დაკავშირებადობას ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი, დამატებითი შესაძლებლობა იქნება, კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებისკენ.
„თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა არამარტო ტურისტული ნაკადების ზრდის, არამედ საქმიანი კავშირების განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა
27.03.2026.15:00
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 124 924.8 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 104 050.6 ათასი დოლარის დონეზე იყო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა.
2026 წლის ორი თვის სტატისტიკით, საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.
TOP 5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში ყიდის: