თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა - TBC Capital
2025 წლის აგვისტოში, თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა, ხოლო კრწანისში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, თბილისის უმრავლეს უბანში წელი წელთან შედარებით შემცირდა გაყიდული ბინების რაოდენობა, რის მიზეზადაც თიბისი კაპიტალი დასვენების დღეების რაოდენობას ასახელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი, თბილისის უბნებს შორის, კვლავ ვაკესა და მთაწმინდაში დაფიქსირდა, რომელიც კვადრატულ მეტრზე $2,000-ს აღემატება. რაც შეეხება ყველაზე დაბალი ფასის მქონე უბნებს, საშუალო მაჩვენებელი კვადრატულ მეტრზე $1,100-ის გარშემო მერყეობდა.
2025 წლის აგვისტოში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,823 შეადგინა, რაც წელი წელთან შედარებით 10%-იან შემცირებას აფიქსირებს (-22% თ/თ). თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ეს ძირითადად დასვენების დღეებმა განაპირობა და არა უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის შესუსტებამ. წელს აგვისტოში ორი სამუშაო დღით ნაკლები იყო ვიდრე წინა წელს, რაც ოფიციალურ რეგისტრაციებზე მოქმედებს.
იმავე პერიოდში, გასაყიდი ფასი, $1,283-ს გაუტოლდა და წლიურად 4%-ით გაიზარდა (+0.4% ๓/๓).
რაც შეეხება ბაზრის მოცულობას მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოს თვეში $232 მილიონს მიაღწია, წლიურად კი 7%-ით ດຶງ (-24% ๓/๓).
დღის ტოპ 10 სიახლე
სარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
19.09.2025.20:24
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.
„ქარული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს. „მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი, პირადად მიწევს თქვენთან შეხვედრა. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია.