თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს - როგორია „იდეა დეველოპმენტის“ გეგმები გაფართოების და ახალი პროექტების დაწყებაზე
2025 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. „იდეა დეველოპმენტის“ კომერციული ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბაზრის ტრანსფორმაცია მოთხოვნის სტრუქტურაში მკაფიოდ ჩანს - ინტერესი იკვეთება ახალ, პრემიუმ კლასის პროექტებზე, სადაც მთავარი ღირებულება გრძელვადიანი ხარისხი, კომფორტი და მომხმარებლის გამოცდილებაა.
უფრო მეტ დეტალზე და ასევე კომპანიის სამომავლო გეგმების სასაუბროდ Business Insider Georgia „იდეა დეველოპმენტის“ კომერციულ ხელმძღვანელს თაკო ახვლედიანს დაუკავშირდა.
- როგორ აფასებს „იდეა დეველოპმენტი“ 2025 წლის დეველოპერულ ბაზარს და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით კომპანიის საქმიანობას?
- 2025 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. წინა წელთან შედარებით ტრანზაქციების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 8.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილება: მიმდინარე წელს ტრანზაქციების ზრდა პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (+25.3%), მაშინ როდესაც მეორად ბაზარზე შემცირება შეინიშნება (–18%).
ჩვენი შეფასებით, აღნიშნული დინამიკა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბაზრის ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. მოთხოვნა აღარ არის მხოლოდ კვადრატულ მეტრზე, არამედ იზრდება ინტერესი ახალ, პრემიუმ კლასის პროექტებზე, სადაც მთავარი ღირებულება არის გრძელვადიანი ხარისხი, მაცხოვრებლისა და ინვესტორისთვის შექმნილი კომფორტი და გამოცდილება.
სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება „იდეა დეველოპმენტი“ და ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი წარმატების მიზეზიც.
- 2025 წლის განმავლობაში პროექტები რამდენად მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და რამდენად იყო უზრუნველყოფილი გუნდურობა და საჭირო რესურსები?
- ვამაყობთ, რომ „იდეა პანორამა I“-ის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით, დაგეგმილ ვადაში დასრულდა. ბუნებრივია, მშენებლობის პროცესი არც ისე მარტივია - არსებობს მრავალი, კომპანიაზე დამოუკიდებელი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა მშენებლობა შეაყოვნოს (მათ შორის, ამინდი). თუმცა სწორი დაგეგმვის, რესურსების განაწილებისა და ძლიერი გუნდურობის შედეგად შევძელით, რომ ამ ფაქტორებს მინიმალურად ემოქმედათ პროექტის ჩაბარების ვადაზე.

- 2025 წელს როგორი იყო გაყიდვების ტემპი, რამდენად კმაყოფილია მენეჯმენტი და რამდენად დაემთხვა შედეგები პროგნოზებს?
- 2025 წელს გაყიდვების პროცესი სრულ თანხვედრაში იყო წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზებთან. ამ შედეგს მნიშვნელოვნად განაპირობებს პროექტის გამორჩეული ლოკაცია, უცვლელი პანორამული ხედი და კონცეფცია - ბალანსი ბუნებასა და ქალაქს შორის. მკაფიოდ იკვეთება მოთხოვნა მშვიდ და სუფთა გარემოზე, ხოლო იდეა პანორამა I ქალაქის ცენტრალურ ზონებთან სულ რამდენიმე წუთში მდებარეობს.
გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლის მოთხოვნებზე დაკვირვება, რის საფუძველზეც შევქმენით არაერთი საავტორო პროდუქტი ბინის შეძენის გასამარტივებლად და დამატებითი ღირებულების შესაქმნელად. ასეთ პროდუქტებს შორისაა გარანტირებული შემოსავალი და ავტომობილი საჩუქრად - საავტორო გადაწყვეტილებები, რომლებმაც უპასუხეს ინვესტორებისა და მაცხოვრებლების რეალურ საჭიროებებს.

- გეგმავს თუ არა კომპანია 2026 წელს ახალი პროექტის დაწყებას და რა კრიტერიუმებით ხდება ლოკაციების შერჩევა?
- გრძელდება პროექტის “იდეა პანორამა” განვრცობა, რომელიც მოიცავს იდეა პანორამა I-ს, იდეა პანორამა II-სა და ბიზნეს ცენტრს. იდეა პანორამა I-ის დასრულების შემდგომ, მიმდინარე პროექტი სწორედ იდეა პანორამა II გახლავთ. მისი მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. პროექტი მომხმარებელს სთავაზობს იმავე ხარისხსა და სტანდარტს, რაც უკვე დასრულებულ პროექტშია დანერგილი, თუმცა ამ ეტაპზე მაცხოვრებლებსა და ინვესტორებს აქვთ ბინის გეგმარებების უფრო ფართო და მოქნილი არჩევანი, რაც ზუსტად პასუხობს განსხვავებულ ცხოვრების სტილსა და საინვესტიციო მიზნებს.
ასევე დავაანონსეთ პრემიუმ დასახლება თბილისის შემოგარენში და ახალი პროექტი ქალაქის ცენტრში, მცხეთის ქუჩაზე. მომავალი პროექტების დეტალებს ეტაპობრივად გავაზიარებთ, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა უცვლელია: შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა ვიმუშაოთ მხოლოდ პრემიუმ, ჰოლისტურ და გაერთიანებული დანიშნულების სივრცეებზე.

- გეგმავს თუ არა „იდეა დეველოპმენტი“ რეგიონებში გაფართოებას და რა ტიპის პროექტებს განიხილავთ?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის შემოგარენში ერთ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც საინტერესოა როგორც ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ისე ბაზარზე ახალი, ჩამოყალიბებული მოთხოვნების საპასუხოდ. მსგავსი ლოკაციები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უფრო მშვიდი, დაბალინტენსიური გარემო, ქალაქთან ეფექტური კავშირის შენარჩუნებით.
ამ ტიპის პროექტებზე საუბრისას პრინციპულად მნიშვნელოვანია გაერთიანებული დანიშნულების კონცეფცია. თანამედროვე მაცხოვრებლისთვის დროის ეფექტური მართვა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად იქცა, ამიტომ ერთ სივრცეში ინტეგრირებული უნდა იყოს საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემო. ასეთი პროექტები მოითხოვს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას, მარტივ წვდომას და უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფას - სტანდარტებს, რომლებიც ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისთვისა და სიახლეებისთვის, მკითხველი უნდა ეწვიოს სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდს, ან დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე +995 599 51 19 11.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახდენს
23.12.2025.11:00
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 3 538 616.6 ათასი დოლარის 212 232 ერთეული ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 190 895
ერთეულს შეადგენდა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი 11%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილებიდან ყველაზე მეტი რაოდენობა ქვეყანაში აშშ-დან შემოდის:
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების იმპორტს ახდენს: