მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

თბილისის მშრალი პორტის კონცეფცია მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად - ლევან დავითაშვილი

news image

თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად ამოქმედდა - თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალმა დღეიდან მუშაობა დაიწყო. მშრალი პორტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც აძლიერებს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და მთლიანად შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვსაუბრობდით შუა დერეფნის დიდ მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკისთვის, ზუსტად წარმოგვედგინა ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება, სადაც დამატებითი ღირებულება იქმნება ქვეყანაში წარმატებული სატრანსპორტო ლოგისტიკური ოპერაციების განხორციელების გზით. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა აუცილებელი ელემენტია იმისთვის, რომ განვითარდეს და გაიზარდოს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა, ამასთან, მშრალი პორტის კონცეფცია მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

თბილისის მშრალი პორტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების  სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა. პორტი მასშტაბური, მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბია, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიანაბუ დაბი პორტს გრუპი", ნორვეგიულივილჰელმსენ პორტ სერვის"„ და ადგილობრივიინვეკო". პორტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს  286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და  ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც უკვე 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ტრასპორტის და ლოგისტიკის სფეროს, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტზე ისაუბრა, რომლის განვითარების მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს. მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოში ამ კუთხით დადებითი ტენდენციებია - 2024 წელს საქართველოს პორტებმა თითქმის 20 მლნ ტონამდე ტვირთის დამუშავება შეძლეს. ამასთან, გაზრდილია ყველა მიმართულებით სატრანსპორტო-სატვირთო გადაზიდვები, გასულ წელს 15 მლნ ტონას გადააჭარბა სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვებმა. 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ასევე მზარდია სარკინიგზო-სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვები, სადაც 12 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება მოხდა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, თბილისის მშრალი პორტი ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

 „სატრანსპორტო და ლოგისტიკური სფერო ბოლო წლებში ცალსახად ერთ-ერთი მთავარი მდგენელია იმ ეკონომიკური ზრდის, რომელიც  საქართველოს გააჩნია. ამ კუთხით შესაძლებლობების გაზრდა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან შედეგიანი, ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად ეს ყველაფერი მიღწევადია და დღეს ზუსტად ამის მომსწრენი ვართ. ეს პროექტი ხორციელდება მსოფლიოში აღიარებული, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში გამოცდილი კომპანიების მიერ ქართველ პარტნიორებთან ერთად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის განვითარების პროცესში ასეთი მასშტაბური სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, რომელიც  სხვადასხვა ტიპის ტვირთის დახარისხების და დამუშავების საშუალებას იძლევა. ამასთან, მნიშვნელოვანია პორტის ადგილ-მდებარეობა - ის, პრაქტიკულად, ყველა სახის სატრანსპორტო ქსელებთან სტრატეგიულ მდებარეობას, რაც უზრუნველყოფს წვდომას მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებთან - იქნება ეს რკინიგზა, აეროპორტი თუ ბათუმის და ფოთის პორტები

მშრალი პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, რადგან ეს არის ახლებური მიდგომა ზოგადად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ოპერაციებში - როდესაც ჩვენ შეგვიძლია  უკვე დედაქალაქთან ახლოს, სახმელეთო ტერიტორიაზე მოვახდინოთ ისეთი ტიპის ლოგისტიკური ოპერაციები, ისე დავამუშაოთ ტვირთი, რომ შევამციროთ გარკვეული ზეგავლენა, წნეხი ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაზე ბათუმსა და ფოთში და ამავე დროს პირიქით, დამატებითი შემავსებელი იყოს იმ სერვისების, რომლებსაც ჩვენ საზღვაო პორტებში ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს. იმედი მაქვს, რომ სულ მალე ეს პორტი იქნება დამატებით რგოლი, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ ფოთს და ბათუმს, არამედ ანაკლიის პორტს და ანაკლიის პორტისთვისაც იქნება ერთ-ერთი შემავსებელი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

05.06.2025.17:34

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.

„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს. 

ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა