„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის განვითარებასთან მიმართებაში, უფრო წარმოჩინდა შუა დერეფნის როლი და აქტუალობა - თამარ იოსელიანი
ინკლუზიურმა გარემომ ხელი შეუწყო პირდაპირ დიალოგს პოლიტიკოსებსა და ბიზნესის ლიდერებს შორის, ასევე შესაძლებლობები შექმნა საჯარო-კერძო პარტნიორობისა და ახალი ინიციატივებისთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ფორუმზე უკეთ წარმოჩინდა შუა დერეფნის როლი, როგორც სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ფორუმმა დასახულ მიზანს მიაღწია. პირველ რიგში ეს მიღწეული იქნა ფორუმზე მაღალი დონის მონაწილეობით, 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, კერძოდ სახელმწიფოების მეთაურები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წამყვანის მოთამაშეები.
ამ ინკლუზიურმა გარემომ ხელი შეუწყო პირდაპირ დიალოგს პოლიტიკოსებსა და ბიზნესის ლიდერებს შორის, ასევე შესაძლებლობები შექმნა საჯარო-კერძო პარტნიორობისა და ახალი ინიციატივებისთვის.
მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის განვითარებასთან დაკავშირებით, უფრო წარმოჩინდა შუა დერეფნის როლი და აქტუალობა, როგორც სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტისა, რომელიც ხელს უწყობს ევროპა-აზიის, მათ შორის ცენტრალური აზიის, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას.
წლევანდელმა ფორუმმა შექმნა შეუდარებელი პლატფორმა სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის ვაჭრობაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, ციფრულ ეკონომიკასა და ფინანსებში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკების, საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი მონაწილეობით. ვფიქრობ, ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები ხელს შეუწყობს უფრო მდგრად, დივერსიფიცირებულ გლობალურ დაკავშირებადობას და ახალ პარტნიორობებს ჩაუყრის საფუძველს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისმა „აბრეშუმის გზის ფორუმს“ 22-23 ოქტომბერს უმასპინძლა.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
9 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 190 მლნ დოლარის ემოსავალი მიიღო
24.10.2025.17:00
2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ღვინოების ექსპორტმა 189 867.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 64 369 982 ლიტრი ღვინო გადაიზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73 641 655 ლიტრი. შესაბამისად ღვინის ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ქვეყანა რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:
2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 276 025.2 ათასი დოლარის ღირებულების 94 671 941 ლიტრი ღვინო გაყიდა.