„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უნიკალური მასშტაბი აქვს - გენადი არველაძე
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უნიკალური მასშტაბი აქვს ფორუმს - 2000-მდე სტუმარი, საერთაშორისო დონეზე კი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება იმ აღიარების, რომელიც ქვეყანას აქვს და ის დაინტერესება, რომელიც მზარდია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურბულენტურ გარემოში, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა. მისი განმარტებით ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის სტუმრების და კერძო სექტორის ძალიან მაღალი დაინტერესებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მზარდია.
„ფორუმი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და ისტორია, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო და 10 წლის ისტორია აქვს უკვე ამ ფორუმს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება თავის მასშტაბურობიდან გამომდინარე - ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მისი როლის წარმოსაჩენად. შუა დერეფანში საქართველო ნამდვილად თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს და ის დამაკავშირებელია ევროპის და აზიის ბაზრებისთვის. შესაბამისად აღნიშნული ფორუმის იდეა თავიდანვე იყო, რომ საქართველოს როგორც ჰაბის ფუნქციის მატარებლის აღნიშნული ფორუმს კიდევ უფრო გაეზარდა წარმოდგენა როგორც რეგიონში ასევე რეგიონს მიღმა არსებულ ჩვენს პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია საქართველოსა და რეგიონსმიღმა ქვეყნების თანამშრომლობა იმისთვის, რომ გაიზარდოს როგორც ვაჭრობა, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შეძლოს ქვეყანამ“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.'მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც დამაკავშირებელი ხიდის ევროპასა და აზიას შორის, რაც ქვეყანას კიდევ სხვა სიკეთეებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს.
„საქართველო არის ერთ-ერთი ღია ეკონომიკა და წამყვანი ეკონომიკა ამ კუთხით მსოფლიოში, რომელსაც აქვს 2,3 მლრდ-იან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით და ის არის საუკეთესო ადგილი ინვესტორებისთვის, რომ აქ ჩადონ თავიანთი ინვესტიციები და შემდგომ აქ წარმოებული პროდუქტები გაიტანონ და წვდომა ჰქონდეთ აღნიშნულ მსხვილ ბაზრებზე. ის უნიკალურია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან. ეს არის ორი დიდი ბაზარი, რომელთაც ერთმანეთთან არ გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობა. და საქართველო იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოდან ივაჭრონ ერთმანეთთან. ანუ აქ წარმოებული პროდუქტით, აქ შემოტანილი ნედლეულით - შემდეგ წარმოებული პროდუქციით და შექმნილი დამატებითი ღირებულებით წვდომა ჰქონდეთ ამ უდიდეს ბაზრებზე და არა მარტო ამ ორ ბაზარზე, როგორც მოგახსენეთ ეს არის 2,3 მლრდ-იანი სამომხმარებლო ბაზარი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს დედაქალაქი 22-23 ოქტომბერს მასპინძლობს.
სხვა სიახლეები
17.10.2025.19:00
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 124 738.9 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი იმპორტი 1 042 463.2 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 8%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ნავთობის 45%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 1 595 001.4 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 1 418 192.0 ტონა. შესაბამისად, 2024 წელს იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი.