მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ფორუმმა დასახულ მიზანს მიაღწია - თამარ იოსელიანი

news image

ინკლუზიურმა გარემომ ხელი შეუწყო პირდაპირ დიალოგს პოლიტიკოსებსა და ბიზნესის ლიდერებს შორის, ასევე შესაძლებლობები შექმნა საჯარო-კერძო პარტნიორობისა და ახალი ინიციატივებისთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ფორუმზე უკეთ წარმოჩინდა შუა დერეფნის როლი, როგორც სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ფორუმმა დასახულ მიზანს მიაღწია.  პირველ რიგში ეს მიღწეული იქნა ფორუმზე მაღალი დონის მონაწილეობით, 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, კერძოდ სახელმწიფოების მეთაურები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წამყვანის მოთამაშეები.

ამ ინკლუზიურმა გარემომ ხელი შეუწყო პირდაპირ დიალოგს პოლიტიკოსებსა და ბიზნესის ლიდერებს შორის, ასევე შესაძლებლობები შექმნა საჯარო-კერძო პარტნიორობისა და ახალი ინიციატივებისთვის.

მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის განვითარებასთან დაკავშირებით, უფრო წარმოჩინდა შუა დერეფნის როლი და აქტუალობა, როგორც სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტისა, რომელიც ხელს უწყობს ევროპა-აზიის, მათ შორის ცენტრალური აზიის, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას. 

წლევანდელმა ფორუმმა შექმნა შეუდარებელი პლატფორმა სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის ვაჭრობაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, ციფრულ ეკონომიკასა და ფინანსებში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკების, საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი მონაწილეობით.  ვფიქრობ, ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები ხელს შეუწყობს უფრო მდგრად, დივერსიფიცირებულ გლობალურ დაკავშირებადობას და ახალ პარტნიორობებს ჩაუყრის საფუძველს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისმა „აბრეშუმის გზის ფორუმს“ 22-23 ოქტომბერს უმასპინძლა. 

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 9 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 190 მლნ დოლარის ემოსავალი მიიღო

24.10.2025.17:00

2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ღვინოების ექსპორტმა 189 867.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 64 369 982 ლიტრი ღვინო გადაიზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73 641 655 ლიტრი. შესაბამისად ღვინის ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული.

მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ქვეყანა რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:

  • რუსეთი - 43 403 245 ლიტრი;
  • პოლონეთი - 5 070 382 ლიტრი;
  • უკრაინა - 3 579 577 ლიტრი;
  • ჩინეთი - 2 179 327 ლიტრი;
  • ბელარუსი - 2 090 843 ლიტრი;

2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 276 025.2 ათასი დოლარის ღირებულების 94 671 941 ლიტრი ღვინო გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა