მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, ხოლო სტეფანწმინდამდე  - 1 საათი და 45 წუთი - მთავრობის გეგმა 

news image

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სოციალურ ქსელში განტავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

მთავრობის ცნობით, მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 ხიდს.

ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად ისარგებლებს საჭირო სერვისებით, მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

გადაადგილებისთვის საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.

მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025–2026 წლებში იგეგმება“, - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი ხიდი მთელს რეგიონში. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. ველით, რომ 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება გუდაურამდე მონაკვეთი, ხოლო სრულად პროექტის დასრულება 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.მაღალი საინჟინრო სტანდარტების დაცვით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს გზის გამართულ ფუნქციონირებას წლის ნებისმიერ პერიოდში. შედეგად, ტრანსპორტისა და ტვირთების გადაადგილება უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე – ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე – სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.

უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, რომლებიც სოფელ წკერეს სოფელ კობთან აკავშირებს. მთავარ გვირაბში დასრულდა სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში – რკინა-ბეტონის მოსახვის სამუშაოები. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიით გაიჭრა, საქართველოში ყველაზე გრძელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნება.

გარდა ამისა, გაჭრილია 1.5-კილომეტრიანი და 500-მეტრიანი გვირაბები, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მონტაჟი.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 5 ხიდიდან 4-ზე. დასრულდა დაბალანსებული კონსოლური ხიდის მშენებლობა – საქართველოში პირველი მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური ნაგებობა. 48 და 47 მეტრიანი ბურჯებით, იგი ამ დროისთვის ქვეყნის ყველაზე მაღალი ხიდია.

პროექტის ფარგლებში გრძელდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს კურორტთან.

ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება; ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს საჭირო სერვისებზე წვდომას; მგზავრობა გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025–2026 წლებშია დაგეგმილი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილს ყიდის

23.09.2025.17:00

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 062.8 ტონა. შესაბამისად საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-იან ზრდას აჩვენებს.

2025 წლის 8 თვის მაჩვენებლებით ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ თხილი გაყიდა:

  • იტალია - 1 179.3 ტონა;
  • ესპანეთი - 1 171.2 ტონა;
  • საფრანგეთი -  540.3 ტონა;
  • რუსეთი - 413.4 ტონა;
  • გერმანია - 382.9 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა