მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

თავიდანვე ვაცხადებდით, რომ მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს დადასტურდა სტატისტიკით - პრემიერი „იგლ ჰილსის" პროექტზე

news image
იყო უამრავი სპეკულაცია.  ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
 
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს. 
 
„იყო უამრავი სპეკულაცია.  ძირითადად, ეს სპეკულაციები უკავშირდებოდა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაგეგმილია 16 000 ბინის რეალიზაცია ამ პროექტის ფარგლებში და უკვე დასრულდა წინასწარი გაყიდვები. ეს სტატისტიკა, რაც გვაქვს, უკვე გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად სპეკულაციური იყო კამპანიები, რომელიც ამ საინვესტიციო პროექტს უკავშირდებოდა. მთლიანობაში, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ჩვენი ვარაუდით, მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები და ეს დადასტურდა იმ სტატისტიკით, რომელიც არის წარმოდგენილი -  147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 - უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. 
რაც შეეხება ყბადაღებულ არაბიზაციას. მთელი სპეკულაციები უკავშირდებოდა ამ ტერმინს. ეს ახასითებს ხოლმე ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. აიღებენ ხოლმე 2 სიტყვას, შინაარსში საერთოდ არ შედიან და ერთი და იგივე 2 სიტყვას ატრიალებენ. ადრე იყო რუსული კანონი, ახლა იყო  არაბული ქალაქები. როგორც რუსული კანონის კამპანია ჩავარდა, ასევე ძალიან მარტივად ჩავარდა არაბული ქალაქების კამპანიაც. ამას სტატისტიკაც აჩვენებს. ამ 257 ბინიდან 8 ბინა შეიძინეს იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არიან არაბული ქვეყნები. თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩავარდა იმთავითვე ეს კამპანია და აღიარეს ირიბად საკუთარი მარცხი. ახლა გადაერთნენ იმაზე, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ ამ ბინებს, მაშინ გამოდის, რომ 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია როგორ შემოდის საქართველოში. ეს არის მათი შეკითხვა. როგორც ჩავარდა არაბიზაციის კამპანია, ასევე ჩავარდება კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია თითქოს არის არარეალური. რეალურად, საქართველოში განხორციელდება 6.6 მლრდ დოლარის ინვესტირება და როგორც ეს ყველაფერი დადასტურდა გაყიდვების სტატისტიკით, ასევე დადასტურდება მომავალში ეკონომიკური და საბიუჯეტო სტატისტიკით, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებთ ყოველწლიურად ჩვენს საზოგადოებას. 
რაც შეეხება პროექტების და მშენებლობის გავლენას საქართველოში მიგრაციაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასაც უკავშირებდნენ ამ სპეკულაციებს. აცხადებდნენ, რომ როგორც კი პირი ყიდულობს ბინას. 150 000-ზე მეტი ღირებულების ბინას საქართველოში, მაშინვე მარტივად შეუძლია იცხოვროს საქართველოში. ერთი, რომ ეს არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომლის ვადა არის მაქსიმუმ 1 წელი, ეს ერთი. მეორე, აქაც სტატისტიკა გაგაცანით, 5 000-ზე ნაკლებია ისეთი პირების რაოდენობა, რომლებიც ბინის შეძენის საფუძველზე იღებენ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას. რამდენად სპეკულაციურია ეს განცხადებები, სტატისტიკიდანაც ძალიან მარტივად ჩანს", -  განაცხადა პრემიერმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18.02.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1692 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6778 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6778 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6789 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1692 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1724  ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა