მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7201.1
-0.0038
flag
AZN 1.6014
-0.0005
flag
CNY 39.39
-0.0131
flag
EUR 3.1274
-0.0197
flag
GBP 3.6095
-0.0329
flag
KZT 56.46
-0.0017
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.7223
-0.0008

ტარიფის ზრდა არავის სიამოვნებს, თუმცა ჩვენს ენერგეტიკას უფრო მეტი საინვესტიციო თანხები სჭირდება - დავით მირცხულავა

news image

ენერგეტიკოს დავით მირცხულავას განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა როგორც ქსელების განახლებას, ისე ახალი სადგურების ინტეგრაციას მოითხოვს, რაც საბოლოოდ ტარიფის ზრდაზე აისახება.

როგორც მან აღნიშნა, ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება გამართლებული იქნება.
"ენერგეტიკის სექტორს უზარმაზარი საინვესტიციო თანხები სჭირდება, რათა მოხდეს მთლიანი სისტემის გადაიარაღება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია დღეს ქსელები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ქვესადგურები, რომელთაც რეაბილიტაცია ესაჭიროება. გარდა ამისა, უამრავი ახალი ხაზია ასაშენებელი. მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის 10 000 მვტ-მდე გვექნება, დღევანდელი სიმძლავრეების ფაქტობრივად, ორჯერ მეტჯერ გაზრდაა დაგეგმილი. შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ასევე, განაცხადა, რომ 2036 წლისთვის თვითკმარი უნდა გავხდეთ და გენერაცია 11 000 მვტ-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ უამრავი ახალი გენერაციის სადგური შენდება. ძირითადად საუბარია განახლებადი ენერგიის წყაროებზე და ყველა ამ სადგურის საქართველოს ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. აქედან გამომდინარე, იმდენი სამუშაოა, რომ დარწმუნებული ვარ ტარიფი გაიზრდება.
მესმის, რომ ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ჩვენს ენერგოსისტემას და ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკას - მის მომავალს და განვითარებას დიდი ინვესტიციები სჭირდება, რაც ბუნებრივია, რომ ასახვას ტარიფში ჰპოვებს.
ბუნებრივია არავის სიამოვნებს ტარიფის გაზრდა, თუმცა რეალობა ისეთია, რომ ჩვენს ენერგეტიკას ცოტა უფრო მეტი საინვესტიციო თანხები სჭირდება. აქედან გამომდინარე ნებისმიერ ასეთი თანხა ასახვას ტარიფში პოულობს", - აცხადებს დავით მირცხულავა.
ცნობისთვის, სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა, შედეგად ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდა - აღნიშნული 3 თვე კი, მარტის ბოლოს იწურება.
როგორც 2025 წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია Eurowings-ი 2 ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის საჰაერო ხაზზე - თამარ იოსელიანი

24.03.2026.16:07

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე.

„გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დამატებითი ავიაკავშირის ქონა, კიოლნი კი ახალი საჰაერო ხაზია, რომელიც გერმანიასთან გვაკავშირებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირება 2021 წელს დაიწყო. ახალ, კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს 2 ივლისიდან 22 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შეასრულებს. Eurowings-ი ავიარეისებს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება გერმანელი ტურისტების რაოდენობა და ამ მიმართულებით გერმანია ქვეყნების ტოპ-ათეულშიც შედის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ გერმანიის მიმართულებით ახალი საჰაერო ხაზი ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე საქმიანი კონტაქტების შემდგომ განვითარებას.

„უმნიშვნელოვანესია საჰაერო ხაზების დამატება იმისთვის, რომ დაკავშირებადობა გაიზარდოს არამარტო გერმანიასთან, არამედ ზოგადად ევროკავშირთან - კიოლნის აეროპორტი მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია, რომელიც თბილისთან სხვა მიმართულებების დაკავშირებადობასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა