მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

თანხის დაბრუნება, ნივთის შეცვლა ან ხელშეკრულების გაწყვეტა - რა შემთხვევაში აქვს მომხმარებელს პრეტენზიის უფლება

news image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლეკვინაძის განცხადებით, უწყებაში შესული საჩივრები, შესაძლოა, საქართველოში მოქმედ მიტანის სერვისებსაც ეხება. მისი განმარტებით, გამოკვეთილი პრობლემები ძირითადად ქართულენოვან კომუნიკაციას უკავშირდება, მაგალითად, როდესაც კურიერი ვერ პოულობს მითითებულ მისამართს ან ირღვევა მიწოდების დადგენილი ვადები.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკურიერო კომპანიებს დაევალათ დამატებითი ოპერატორების ჩართვა, რომლებიც მომხმარებლებს მომსახურებას ქართულ ენაზე გაუწევენ თუ მომხმარებელს ასეთი პრეტენზია ექნება. მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად შესაბამისი სტანდარტები უკვე დადგენილია, რაც უზრუნველყოფს სერვისის ეფექტიანობის გაზრდასა და მომხმარებელთა უფლებების უფრო მყარ დაცვას.

„არსებობდა შემთხვევები, როდესაც მიტანის სერვისის კურიერი ვერ პოულობს მისამართს, აგვიანებს ან მომხმარებელთან კომუნიკაციას ვერ ამყარებს ვერ ქართულად, ვერც ინგლისურად. სააგენტომ მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მსგავს კომპანიებს დაევალათ, უზრუნველყონ დამატებითი ოპერატორების ჩართულობა კომუნიკაციის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რადგან მსგავსი პრობლემები მათ რეპუტაციაზეც უარყოფითად მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სერვისის მიღება ნებისმიერ ენაზე შეუძლია, ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტული მაინც ქართული ენაა. შესაბამისად, თუ მომხმარებლის სურვილია, მომსახურება ქართულ ენაზე მიიღოს, კომპანია ვალდებულია ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და სტანდარტებიც მკაცრად არის დადგენილი, მათ აქვთ ვალდებულება დისკკმუნიკაციის დროს დამატებით ოპერატორი ჩაერთოს მოთხოვნილ შესაბამის ენაზე“, - აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე.

ირაკლი ლეკვინაძის განცხადებით, მომხმარებელი სამართლებრივად უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის დაბრუნება, ხელშეკრულებიდან გასვლა ან დაზიანებული/ნაკლიანი ნივთის გაცვლა, თუ მიტანის სერვისი დროულად არ შესრულდა ან პროდუქტი არ შეესაბამება საწყის პირობებს. მისი თქმით, ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია, რის გამოც მომხმარებლები პრეტენზიებით მიმართავენ სააგენტოს.

„ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მომხმარებელს სურს უარი თქვას მომსახურებაზე ნივთის მნიშვნელოვანი დაგვიანების გამო, მოითხოვოს თანხის სრული დაბრუნება ან საერთოდ გაწყვიტოს ხელშეკრულება. ასევე აქტუალურია საკითხი, როდესაც მიღებული პროდუქტი ნაკლიანია და მომხმარებელი მის შეცვლას ითხოვს. ბუნებრივია, ეს არის იმ პრობლემების ძირითადი სპექტრი, რომელთა თაობაზეც მოქალაქეები პრეტენზიებით ყველაზე ხშირად მოგვმართავენ“, - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

მისივე განცხადებით, მომხმარებელთა პრეტენზიები ვრცელდება არა მხოლოდ მცირე ნივთებზე, არამედ მაგალითად ავტომობილებზეც, რომლებიც ონლაინ პლატფორმებიდან ან აუქციონებიდან იგზავნება. ლექვინაძის თქმით, გადაზიდვის პროცესში შესაძლოა პროდუქტი დაზიანდეს, დაიკარგოს ან შეცვლილი სახით მიაწვდონ, ხოლო ასეთი შემთხვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდავ კომპანიას და სააგენტო განიხილავს მომხმარებლის პრეტენზიებს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოებით.

„იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადაზიდვას ან შემოტანას საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ახორციელებს და პროცესის დროს გარეგანი ფაქტორების გამო პრობლემები წარმოიქმნება, პასუხისმგებლობა გადამზიდავს ეკისრება. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც კონტეინერში განთავსებული ავტომობილი ან სხვადასხვა ნივთი ზიანდება, იკარგება ან მომხმარებელს სულ სხვა პროდუქტი მისდის“, - აცხადებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს - რა წერიაTBC Capital-ის კვლევაში

16.03.2026.17:52

საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზე. აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.

თიბისი კაპიტალის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული. ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან პოტენციური მიგრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც დადებითად იმოქმედებს უძრავი ქონების მოთხოვნაზე, როგორც გაქირავების, ისე გაყიდვების კუთხით.

„იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და რეგიონში რისკები გაიზრდება, კონფლიქტის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. ხანგრძლივ პერიოდში გაურკვევლობა მომხმარებლის მოლოდინებზე უარყოფითად მოქმედებს, რაც ზეწოლას მოახდენს როგორც ბინების გაყიდვებზე, ისე ფასების ზრდის ტემპზე. შედარებით ნეგატიურ სცენარში, ეს შესაძლოა ტრანზაქციების მოცულობისა და ბინების გასაყიდი ფასების შემცირებაშიც აისახოს“, - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა