თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ციფრული გარემოს ხელშეწყობა, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა თანხვედრაშია უსაფრთხოებასა და ნდობასთან. ჩვენი მიზანია ისეთი ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ინტერნეტი ემსახურება განათლებას, ინოვაციასა და ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები, დაცულნი არიან ონლაინ რისკებისგან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ITU-ს მხარდაჭერით მოამზადა „საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში და რეკომენდაციები", რომელიც ეფუძნება კვლევებს, გამოკითხვებსა და ანალიზს. „საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და ეს მაჩვენებელი ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენი მიზანია, ბიზნესთან, ტექნიკურ საზოგადოებასა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშაოთ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები, რათა ინტერნეტი იყოს მხოლოდ განვითარებისკენ მიმართული რესურსი," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
„Safer Internet Day 2026" გლობალური ინიციატივაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით წელს მერვედ ჩატარდა. წელს „უსაფრთხო ინტერნეტის დღის სლოგანია „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ADB-ის პრეზიდენტი
06.03.2026.13:12
სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.