მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

თამარ იოსელიანმა ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული" (Jan De Nul) ახორციელებს.

მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.

საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის", სს „საქართველოს რკინიგზისა" და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართელოში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი

26.03.2026.11:00

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 12 269.6 ათასი დოლარის ღირებულების 48 666.0 ტონა ხორბალი იყიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ხორბლის იმპორტი 41 821.5 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ხორბლის იმპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 42 060.4 ტონა;
  • ყაზახეთი - 6 578.6 ტონა;
  • ბელარუსი - 21.6 ტონა;
  • თურქეთი - 5.5 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა