მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0172
flag
AZN 1.5812
-0.0007
flag
CNY 39.466
0.0086
flag
EUR 3.1684
0.0253
flag
GBP 3.6639
0.0219
flag
KZT 58.04
0.0016
flag
TRY 0.0594
-0.0001
flag
USD 2.6883
-0.0009
news banner

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა

news image

სახელმწიფო პროგრამით „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" უკვე 8000-მდე ოჯახმა ისარგებლა, დამტკიცებული სესხების მოცულობამ კი 932 მლნ ლარი შეადგინა.
როგორც სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე განმარტავს, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, თუ სესხის აღების პროცესში 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.
პროგრამას სსიპ „აწარმოე საქართველოში" 2021 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი ბავშვიანი ოჯახების ბინის/სახლის აშენების ან შეძენის პროცესში ხელშეწყობაა. პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარს შეადეგენს.
„პროგრამის თანახმად, ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ, მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 4.5%-ს. მესამე და შემდგომ შვილზე კი - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, რაც დღეის მდგომარეობით 6.5%-ს შეადგენს", - აღნიშნავს ირაკლი გაბრიაძე.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ასევე ვრცელდება მარტოხელა მშობლებზე, ქვრივებსა და შვილის აყვანის შემთხვევებზე.
„აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე არსებული გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროგრამა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ბევრ სხვა ოჯახს მიეცემა მასში მონაწილეობის საშუალება", - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია - TBC Capital

06.05.2026.19:00

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საინვესტიციო შესაძლებლობა უზბეკეთში - მაკრო მიმოხილვა”  აქვეყნებს.

"დაახლოებით 50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისი კაპიტალმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების საწყის დღეებში გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „უზბეკური სუმი - უსაფრთხო აქტივი?“ როგორც გასულ ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მართლაც, სუმი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, აშშ დოლართან მიმართებით, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა და, დღევანდელი მდგომარეობით, ესკალაციამდე ნიშნულს, დაახლოებით, 1.5%-ითაც აღემატება. 

რით არის განპირობებული სუმის სტაბილურობა? რასაკვირველია, აღსანიშნავია უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობა, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს - ერთი მხრივ, კონტრციკლური ოქრო, ხოლო, მეორე მხრივ, შედარებით პროციკლური სასაქონლო პროდუქტები. თუმცა, ოქროს ფასები წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან შედარებით შემცირებულია, თავად აშშ დოლარი კი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე, მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გამყარდა. ამდენად, მართალია, საგარეო ფაქტორები, როგორც ყველა ღია ეკონომიკის შემთხვევაში, გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა სუმის როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო დინამიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვასა და ცენტრალური ბანკის სანდოობის ზრდას უკავშირდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. აღნიშნულ შეფასებას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მომდევნო წლის ბოლოსთვის ინფლაციის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შენელებას პროგნოზირებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ უზბეკეთში დიზინფლაცია გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და - პირიქით. სწორედ ამ თეზისს ეყრდნობოდა ჩვენი პროგნოზი სუმის მოსალოდნელი გამყარების თაობაზე ჯერ კიდევ 2024 წელს, რაც მაშინ საბაზრო კონსენსუსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების პროგნოზი გაცვლითი კურსის სტაბილურობასაც მოიაზრებს ", - აღნიშნულია TBC Capital-ის პუბლიკაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა