სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა - IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკამ 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„საქართველოს ეკონომიკამ 2025 წელს კარგი შედეგები აჩვენა, რეალური მშპ-ის ზრდა შეფასებულია 7.3 პროცენტად, რაც შენელებაა 2024 წელთან შედარებით, თუმცა აღემატება ჩვენი ტრენდის შეფასებას. სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეამცირა უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, მიუხედავად იმისა, რომ იგი სტრუქტურულად კვლავ მაღალი რჩება. ინფლაცია ამ ეტაპზე აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლს, თუმცა საბაზო ინფლაცია მიზნობრივის ფარგლებშია, რაც ასახავს ფასების სისტემური ზეწოლის არარსებობას. ფისკალური პოლიტიკა რჩება დისციპლინირებული, რაც წლების განმავლობაში საგარეო ვალის მშპ-ში წილის მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულად მაღალია, ხოლო ფინანსური სექტორი ჯანსაღია, კერძოდ, ბანკების ძლიერი კაპიტალით, მოგებით, ლიკვიდურობითა და აქტივების ხარისხით“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7234 ლარი გახდა
04.03.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1695 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7234 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7234 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6922 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0312 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1695 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1606 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.