TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს
ქვეყანაში შაქრის იმპორტი 29%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 17,695.01 ათასი დოლარის ღირებულების 29,334.49 ტონა შაქრის იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 22,791.62 ტონის დონეზე იყო. 2024 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანამ 17,061.49 ათასი დოლარის შაქარი იყიდა.
მიმდინარე წელს საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საფრანგეთია. არსებული სტატიკური მაჩვენებლებით სწორედ საფრანგეთზე მოდის ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის 37%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:
საფრანგეთი - 10,890.60 ტონა;
ნიდერლანდები - 5,467.50 ტონა;
უკრაინა - 4,972.98 ტონა;
პოლონეთი - 2,298.18 ტონა;
გერმანია - 1,418.41 ტონა;
საგულისხმოა, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის 72%-ი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა.
საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში შაქრის იმპორტის რეკორდი 2018 წელს იყო, როდესაც საქართველომ 162,772.08 ტონა შაქარი იყიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.23:18
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქვეყნის ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად ინტენსიურად მუშაობს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, 15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს ემატება ახალი ავიაკომპანია Air Serbia, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კი ახალი მიმართულება - ლიონი ემატება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ავიაკომპანიებთან. British Airways-ი ეს ერთ-ერთი პრესტიჟული და ძველი ავიაკომპანიაა ევროპაში. ძალიან რთული იყო ეს პროცესი, რომ British Airways-თან მოლაპარაკებები გვეწარმოებინა, რათა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსულიყო. მით უმეტეს ლონდონის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. სლოტის პოვნა, რომ British Airways-ს საქართველოს მიმართულებით სლოტი ჩაესვა ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. ერთი რაც შემიძლია სასიხარულო ინფორმაცია აღვნიშნო ჩვენ სრულად ახალი მიმართულება გვემატება. 15 ივნისს ველოდებით Air Serbia-ს. საქართველოს მიმართულებით Air Serbia-ს პირველი ფრენა შესრულდება 15 ივნისს. თბილისისთვის ეს სრულად ახალი მიმართულებაა და იმედი გაქვს, რომ ამ მიმართულებიდან ახალი ტურისტული ნაკადები შემოვა. პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირი მიმოსვლა კომფორტიც არის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ბიზნეს სექტორიც. ბიზნეს პარტნიორებთან უფრო მარტივი და მოქნილია, როდესაც არის პირდაპირი მიმოსვლა. ავიაციას ხუმრობით დროის მანქანასაც ვუწოდებთ. საჰაერო მიმოსვლა დროს გვიზოგავს ძალიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ 3 ივნისს ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებას ვხსნით. ლიონი ძალიან პოპულარული მიმართულებაა. ჩვენი საამაყო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს ლიონში და გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულოა და მის თამასებზე შეუძლიათ თამამად ჩავიდნენ. ველოდებით ახალ მიმართულებაზე დატვირთვას. პოზიტივს ვინარჩუნებთ და გაქვს იმის იმედი, რომ ყველა მიმართულება ზაფხულში იქნება ძალიან დატვირთული. ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენც სერვისებს უმაღლეს დონეზე შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს და ყველა იქნება კმაყოფილი, რომ კვლავ დაგვიბრუნდნენ საქართველოში“, განაცხადა ლევან მოსეშვილმა.