სსფ-ს პროგნოზით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა წინდახედული, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით - მიხეილ დუნდუა
ისტორიაში პირველად, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს. აღნიშნულ თემას „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სსფ-ს პროგნოზის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა წინდახედული, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით.
„ძალიან კარგი პროგნოზი გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. 2030 წლის ჩათვლით მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, როგორც მსყიდველუნარიანობის, ისე რეალურ გამოხატულებაში საქართველოს აქვს ისტორიულად საუკეთესო შედეგი. პირველად ისტორიაში მოხდა ასეთი რამ, რომ სსფ-ს შეფასებით ირკვევა, რომ ერთ სულზე რეალური ეკონომიკის და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით საქართველო არის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში. ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში ყველაზე მეტად იზრდება გაიანას ეკონომიკა, შემდეგ არის ჯედი და შემდეგ არის საქართველო. საქართველო ამ ლიდერობას ინარჩუნებს 2030 წლის ჩათვლით. ანუ 2030 წელს, ანუ 30 წლიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო იქნება 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში.
გაანალიზებულია 2012 წლის შემდგომი პროგრესი. 2012 წლის შემდგომ ერთ სულზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველო არის საუკეთესო ხუთეულში და როგორც ფონდის მონაცემებიდან ირკვევა 2028 წელს გადავდივართ საუკეთესო სამეულში, 2012 წლის შემდეგ მიღებული პროგრესის შედეგად ერთ სულზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესების შედეგად. ერთ სულზე მსყიდველუნარიანის ეკონომიკის გაუმჯობესებითაც საუკეთესო სამეულშია საქართველო და ამ ლიდერობას შეინარჩუნებს 2030 წლის ჩათვლით. სსფ-ს პროგნოზის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა წინდახედული, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით. სხვაგვარად შეუძლებელია მოხვდე საუკეთესო სამეულში. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე პერიოდში საქართველო იყო კავკასიის სამეულში და მას მას ორი ან ერთი ქვეყანა უსწრებდა ეკონომიკური ზრდით. ფაქტობრივად კავკასიაში არ იყო ლიდერი. ასეთ პირობებში კი გაქვს სიტუაცია, რომ მსოფლიო სამეულში ვართ. მეორე ადგილზე ვართ მაგალითად 2024 წელს ერთ სულზე რეალური ეკონომიკის გაზრდით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. აღმოსავლეთ ნახევარ სფეროში კი პირველ ადგილზე. მხოლოდ გაიანა უსწრებს, სადაც წიაღისეულის მარაგები აღმოაჩინეს.
საქართველო არ არის ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, არ არის წიაღისეულზე დამოკიდებული ქვეყანა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა მრავალმხრივი ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, უამრავი სექტორის განვითარებისთვის. საქართველო არის კარიბჭე, გზა შესაყარი ევროპასა და აზიას შორის. და ელექტრომაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს ვგულისხმობ, საქართველოს ეკუთვნის ეს პროექტი. შესანიშნავად ვითარდება და დიდი მხარდაჭერაა. ის მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ევროპისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის. ევროპასა და აზიას შორის ძლიერი ენერგეტიკული კავშირის შექმნისთვის. საქართველოს დიდ პერსპექტივას უქმნის ენერგეტიკული განვითარებისთვის“, - აცხადებს დუნდუა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ვახუშტი ბაგრატიონი და გიორგი კობერიძე დაინიშნენ
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
29.04.2025.20:00
პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, - აღნიშნა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო ვიზიტების ზრდის პარალელურად გაზრდილია ტურისტზე საშუალო გადახდისუნარიანობა.
„სამი თვის ჭრილში ჩვენს ქვეყანას არასდროს მიუღია ასეთი მაღალი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან - 826 მლნ დოლარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 1,3 მლნ-მა საერთაშორისო მოგზაურმა იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ რაზეც ნაკლებად საუბრობენ ხოლმე ჩვენი ოპონენტი ექსპერტები, არს ის, რომ თუ რამდენად გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურებში ტურისტული ნაკადების პროცენტული მაჩვენებლები. დღეს ჩვენ, რომ შევხედოთ სტატისტიკას დავინახავთ, რომ საშუალო გადახდისუნარიანობა ტურისტზე არის გაზრდილი ამ ქვეყანაში. გაიზარდა ღამისთევების რაოდენობა, საკმაოდ დივერსიფიცირებულია ტურისტული ნაკადები. ხედავთ, რომ იზრდება ისეთი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები, როგორიც არის ისრაელი, ყურის ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე თვალსაჩინო გახდება ზრდა შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. ავიაკომპანიების შემოსვლა ეს არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება, ამას წინ უზღვოდა მოლაპარაკებებიც, წინ უზღვოდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მიმართული მარკეტინგული კამპანიები.
შემოსვლამდე ავიაკომპანიები აკეთებენ ისეთ საფუძვლიან ანალიზს, როგორ საფუძვლიან ანალიზსაც ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მიმართულებისას აკეთებდნენ. რადგანაც ეს არის ერთის მხრივ უდიდესი რისკი კომერციული, ფინანსური და მათ შორის რეპუტაციული.
სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ ასევე რაღაცნაირ პროგნოზებს, რომ კი შემოვიდა British Airways-ი, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გავლენ. ჯერ, როგორ უნდა უსურვო შენს ქვეყანას ასეთი რაღაც. როგორ უნდა გააჟღერო. იმიტომ, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ის, რომ ნებისმიერი რამ რასაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ვსაუბრობთ, საქართველოს საზღვრებს შიგნით, ეს ლახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორი, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ ღირებულებებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ამდენი ადამიანია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართული და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სექტორის გაძლიერებაზე, პოზიციონირებაზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად ამ სექტორის ხელშეწყობა, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წარმატება რაც ჩვენს ქვეყანას ამ ტურიზმის ინდუსტრიიდან აქვს, რომელიც სხვათა შორის ასევე დიდი ძალისხმევის შედეგია კერძო სექტორის, მცირე, საშუალო მეწარმეების, რომელიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობენ და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს ციფრები არ არის ახლოს რეალობასთან, მაგრამ ამავდროულად არ ვისაუბროთ იმაზე, რამხელაა კონკურენცია... ჩვენ ძალიან ხშირად გაქვს ინდუსტრიასთან შეხვედრები, კერძო სექტორთან მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს და ერთი კვირის უკან ჩემთან იყვნენ წამყვანი სასტუმროების წარმომადგენლები, მმართველები, მფლობელები. მანამდე ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად ვხვდებით, ხშირად ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. და პირიქით ჩვენ მოვისმინეთ რა? ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლებისგან, რომ აპრილის თვე მათი შეფასებით არის ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ. ეს ერთი. მეორეს მხრივ, თავადვე საუბრობენ თუ რამხელაა და როგორაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ თუ ისევ ვედრებით თუ რა იყო 2015 წელს, 2016 წელს, 2017 წელს, თუნდაც 2019 წელს, როდესაც გასაგები იყო, რომ შედარებით ნაკლები განთავსების ოდენობა ჩვენს ქვეყანაში ემსახურებოდა მეტ ტურისტს, და ბალანსი და კონკურენცია იყო ცოტა განსხვავებული. დღეს ფაქტობრივად გაორმაგებულია განთავსების ობიექტები. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მასშტაბური მოცულობით დაემატა ბინების გაქირავების მიმართულება, რაც გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა და მათ შორის Airbnb-ის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ, 2 დღის წინ პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს, თითქოსდა არის შემცირებული განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი და თითქოს და Airbnb-ს არ აქვს გავლენა. დღეს მოგახსენებთ, რომ საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ კვარტალში, საქართველოს ჭრილში, ძირითად სასტუმროებში, რა თქმა უნდა არ ეხება ყველა სასტუმროს, გაზრდილი იყო 4,3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ისევე, როგორც ბინების გაქირავება Airbnb პლატფორმაზე, ეს არ არის ჩვენი მოკვლეული ინფორმაცია. Airbnb-ზე დატვირთულობის კოეფიციენტი იყო გაზრდილი 8%-მდე. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ დიდ სურათში შევხედავთ, ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია კვლავ განაგრძობს ამ ქვეყანაში ზრდას სტაბილურად, მდგრადად, დივერსიფიცირებულად. გვემატება ახალი ავიაკომპანიები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე კარგ სიახლეებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. და ის მარკეტინგული აქტივობები, რასაც ჩვენ ვგეგმავთ უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.