მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

IMF-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და ის 7,3%-მდე გაზარდა

news image

სსფ-მ საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ალეჰანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, სსფ-ში იმედი აქვთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7,3%-ის მიაღწევს.

„საქართველოს ეკონომიკა მაკრო გამძლეობით გამოირჩევა. ადგილობრივი, გლობალური გამოწვევების მიუხედავად 2024 წელს მშპ-ს ზრდა 9,4%-ი იყო. რაც ძლიერი მოხმარების, ტურიზმიდან შემოსავლების, IT და სატრანსპორტო სექტორებში დიდი ზრდით არის გამოწვეული. წელს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 7,3%-ი იქნება. ეს არის ჩვენი, არსებული პროგნოზის გადახედვა და გავზარდეთ 6%-იდან 7,3%-მდე. ზრდის პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს საქართველოს.

რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ყო, მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ფასებმა მოიმატა. ძირითადი ინფლაცია 3%-იან ნიშნულს ქვემოთ იყო. წინა წლებში გაზრდილი იყო სამიზნე ორიენტირის მაღლა, ახლა იკლო და მოექცა სამიზნე ორიენტირის ფარგლებში. იმედი გაქვს, რომ ასეც გაგრძელდება 2026 წელს. როდესაც ინფლაციას ვუყურებ სხვადასხვა ცვალებად ფაქტორებთან მიმართებით, ეს იქნება საწვავი და სურსათი, მაინც 2%-ის ფარგლებში ჯდება ძირითადი ინფლაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ სამიზნე მაჩვენებლებთან ახლოს ვართ“, - აღნიშნა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

05.06.2025.17:34

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.

„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს. 

ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა