მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება

news image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის  ხელშეწყობა.

დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით  გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერადი აღნაგობის უფლების საზღაური შეადგენს 1 ლარს, ხოლო სარგებლობის მეთერთმეტე და შემდგომ წლებში, აღნაგობის უფლების საზღაური განისაზღვრება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის/განვითარების საინვესტიციო პროექტს და რომელსაც არ გააჩნია საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

მეწარმე სუბიექტის მოთხოვნა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე წარედგინება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის შესაძლებლობის მოკვლევის შემდგომ, საკითხს განსახილველად წარუდგენს საქართველოს სპორტის სამინისტროს.

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს, აღნაგობის უფლებით გადასაცემი სავარაუდო უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაცნობის მიზნით წარმოგიდგენთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას:

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები სადაც საქართველომ ნესვი იყიდა

18.07.2025.19:00

საქართველოში ნესვის იმპორტი 11%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 237.7 ტონა ნესვი იყიდა, რაშიც 95.8 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში 268.2 ტონა ნესვის იმპორტია დაფიქსირებული. საქართველოში იმპორტირებული ნესვის 50%-ი ირანზე მოდის.

TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ნესვი იყიდა:

  • ირანი - 117.7 ტონა;
  • თურქეთი - 114.2 ტონა;
  • ნიდერლანდები - 5.7 ტონა;

რაც შეეხება ნესვის ექსპორტს, აქ 64%-იანი კლებაა. 2025 წლის ხუთ თვეში საქართველომ ექსპორტზე 37.6 ათასი დოლარის ღირებულების 23.9 ტონა ნესვი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ნესვის ექსპორტი 66.7 ტონის დონეზე იყო. ექსპორტის 100%-ი სომხეთშია განხორციელებული. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა