მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

news image

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასა და მაღალი დონის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, სიტყვით გამოვა ფორუმის მონაწილეთა წინაშე. 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 22-23 ოქტომბერს მეხუთედ ჩატარდება და მას 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმი რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გასაძლიერებლად დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები.

პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ფინანსური სამიტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ.

ფორუმის ფარგლებში პანელურ სესიებზე განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა და არსებული გამოწვევები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვ. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად 2015 წელს გაიმართა და მისი მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გამო ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორები - ვინ არიან მფლობელები

09.10.2025.17:00

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-სთვის ოფიციალური წერილის საფუძველზე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა:

  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

(იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)

ვინ არიან მფლობელები: 

შპს ლუკოილ-ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/02/2002. დღეისათვის ლუკოილ-ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება LUKOIL INTERNATIONAL GMBH, FN 134399X /ავსტრია/. კომპანიის დირექტორია რომან პეტრაშოვი.

შპს რომპეტროლ საქართველო - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/12/2005. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი. /ნიდერლანდები/. დირექტორთა საბჭოს     თავმჯდომარე - ერიკ საგიევი, წევრი - აბი ზივსი, წევრი- ადრიან ტოჰანეან. ფინანსური დირექტორი - კურმანგაზი ტურლიკოვი, გენერალური დირექტორი - ნურჟან ტაშიმოვ.

სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ნუგზარ აბრამიშვილი, წევრი: ლევან ფხაკაძე. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილი ხორავა.

შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/2010. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Energy Investment Venture Holdings /აშშ/.  სან პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი /აშშ/.

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია. დირექტორი - ნოდარ ყანჩაველი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა