სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებები გამოირჩევა მაღალი ლარიზაციის მაჩვენებლით - სებ-ის კვლევა
საქართველოს ეროვნული ბანკის სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ბანკის მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების განყოფილების მიერ არის მომზადებული.
კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორის გამოშვება სტაბილურად მზარდია, თუმცა მცირდება სექტორის წილი მშპ-ში, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია.
ასევე ირკვევა, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად იზრდება როგორც მემცენარეობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების მხრივ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მიანიშნებს მეურნეობების გამსხვილებას საოჯახო ტიპის მეურნეობებიდან ფერმერული ტიპის მეურნეობებისკენ.
სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, დაბალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით.
„მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის მიკრო სეგმენტში ოპერირებად ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებზე“, აღნიშნულის სოფლის მეურნეობის სექტორი კვლევაში, რომლის ავტორიც საქართველოს ეროვნული ბანკია.
სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორებს შორის მრავალწლიანი ნარგავები გამოირჩევიან შედარებით მაღალი მომგებიანობით.
სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებები გამოირჩევა მაღალი ლარიზაციის მაჩვენებლით და სტაბილური ზრდით
საგულისხმოა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს სექტორის მდგრადობას და მიუთითებს ზრდის შესაძლებლობებზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის მიერ $500 მილიონის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
31.01.2026.21:21
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება.
ლინკდინის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია: „ლონდონის საფონდო ბირჟა საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს და მიესალმება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების განთავსებას, რომელიც დღეიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ბაზარზე ხვდება. ვულოცავთ საქართველოს და ფასიანი ქაღალდების განთავსების საკითხებზე მის მრჩევლებს ამ ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას“.